ლონდონში პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

ლონდონში პალესტინელების მხარდამჭერ აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მიმდინარე კვირაში, მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი არაბულ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გაიმართა: ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებები დაგმო. შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

მეტი...

თავშესაფრის მაძიებელმა ღაზაში მომხდარზე შურისძიების მიზნით დიდ ბრიტანეთში ტერაქტი მოაწყო

თავშესაფრის მაძიებელმა ღაზაში მომხდარზე შურისძიების მიზნით დიდ ბრიტანეთში ტერორისტული აქტი განახორციელა, თუმცა უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე ეს ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Telegraph ავრცელებს. გამოცემის მტკიცებით, ტერაქტის შემსრულებელი დაკავებულია და მან თავად უთხრა პოლიციას, რომ „ეს პალესტინისთვის გააკეთა“. მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის გავრცელებას შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს, მაგრამ ცნობილია, რომ დაკავების შემდეგ ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ტერაქტი მოაწყო, „იმიტომ, რომ ისრაელმა ღაზაში ბავშვები დახოცა“.

მეტი...

მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა – ზელენსკი ბაიდენს მადლობას უხდის

,,მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა” – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის მოთხოვნაზე, უკრაინისთვის $61,4 მილიარდიან დახმარებაზე. ,,პრეზიდენტ ბაიდენის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ კვირაში. მე ნამდვილად მადლობელი ვარ ამისთვის. მომზადდა უკრაინის გრძელვადიანი და საიმედო მხარდაჭერის ახალი პაკეტი – თავდაცვის, ეკონომიკური – ჩვენი ხალხისა და თავისუფლების დაცვისთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის ასეთი ინიციატივისთვის და ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ევროპის ყველა თავისუფალი ხალხი მოელის ამერიკის ერთიანობის შენარჩუნებას ჩვენ თავდაცვაში. მსოფლიოს სჭირდება ამერიკული ლიდერობა და მე მადლობელი ვარ კონგრესის ორივე მხარის, რომლებსაც ეს ესმით, რომლებიც მხარს უჭერენ, ჩვენი ხალხის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. მადლობა ყველას,…

მეტი...

ლეგენდარული ფეხბურთელი, ბობი ჩარლტონი გარდაიცვალა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბობი ჩარლტონი 1973 წლიდან 2017 წლამდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო ბომბარდირი იყო. მისი რეკორდი უეინ რუნიმ მოხსნა. მან ინგლისის ნაკრებში 106 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა, რაც, იმ დროისთვის, მისი ქვეყნისთვის, რეკორდული მაჩვენებელი იყო.

მეტი...

ღაზაში დაღუპულია 4 385 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 13 561

ღაზაში დაღუპულია 4 385 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 13 561. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 4 385 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 1 756 ბავშვი და დაშავებულია 13 561 ადამიანი. დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გავლით ღაზასთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მოხერხდა.

მეტი...

ომის შემდეგი ეტაპისთვის მზადება გრძელდება – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორში მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება გრძელდება და ბოლო დღეებში „ბრძოლის გაფართოების გეგმები“ დამტკიცდა. ,,ჯარები წვრთნებს დამტკიცებული სამოქმედო გეგმების შესაბამისად ატარებენ“, – აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას საზღვარზე ათიათასობით ჯარისკაცი განალაგა და როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, სახმელეთო შეტევა მალე დაიწყება.

მეტი...

„ქართული ოცნება“ რუსულ ტალახში ჩარჩენილი გაჯიუტებული ვირია – პაატა მანჯგალაძე

„ქართული ოცნება“ რუსულ ტალახში ჩარჩენილი გაჯიუტებული ვირია. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა მმართველი პარტიის მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ევროპის და ამერიკის ყოველდღიური მოწოდებისა, „ქართული ოცნება“ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით არანაირ ნაბიჯებს არ დგამს და რუსული ტალახისკენ მიჰყავს ქვეყანა. „ქართული ოცნება“ გაჯიუტებული ვირივით აწვება საქართველოს რუსული ტალახისკენ“, – განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მეტი...

სლოვენიამ ხორვატიისა და უნგრეთის საზღვრებთან პოლიცია განათავსა

სლოვენიამ ხორვატიასთან და უნგრეთთან სასაზღვრო გადასასვლელებზე პოლიცია განათავსა, რათა თავიდან აიცილოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური საფრთხეები. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო STA ავრცელებს. პარასკევს, სლოვენიის მთავრობამ დროებითი სასაზღვრო კონტროლის 30 ოქტომბრამდე დაწესების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, მას შემდეგ რაც მეზობელმა იტალიამ, უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, სლოვენიასთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა. პოლიცია 14 სასაზღვრო პუნქტზე განლაგდა, რამაც რიგები შექმნა, რადგან მოგზაურებისთვის დოკუმენტების შემოწმების პროცესი გაჭიანურდა.

მეტი...

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ოთხი საავადმყოფო ევაკუაციაზე უარს ამბობს

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ოთხი საავადმყოფო ევაკუაციაზე უარს ამბობს. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. „ღაზის სექტორის ჩრდილოეთით 20 საავადმყოფოა, მათგან ექვსის ევაკუაცია უკვე მოხდა, 10-დან ჯერ არ მომხდარა ევაკუაცია, ოთხი კი უარს აცხადებს“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. თავდაცვის ძალებში ასევე ამბობენ, რომ ზოგიერთ საავადმყოფოს მძიმედ დაჭრილი და დაავადებული პაციენტების გადაყვანა უჭირს, მაგრამ სამხედროებს „პირდაპირი ურთიერთობა აქვთ საავადმყოფოს თითქმის ყველა მენეჯერთან, სწორედ ამიტომ ისრაელის თავდაცვის ძალები მათ ევაკუაციისკენ მოუწოდებენ“.

მეტი...

სუროვიკინის ნაცვლად რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდალი აფზალოვი გახდა

რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აგვისტომდე ამ თანამდებობას გენერალი სერგეი სუროვიკინი იკავებდა. აფხაზალოვი დროებით მოვალეობის შემსრულებელი იყო მას შემდეგ, რაც სუროვიკინი თანამდებობიდან მოხსნეს. TASS-ის ცნობით, აფზალოვი არის პუშკინის საჰაერო თავდაცვის რადიო ელექტრონიკის უმაღლესი სამხედრო სკოლის, საჰაერო თავდაცვის სამხედრო უნივერსიტეტისა და გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული. 2017 წლიდან მეთაურობდა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალებსა და საჰაერო თავდაცვის არმიას.

მეტი...

ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილებულთა რაოდნობამ 1,4 მილიონს მიაღწია

ისრაელ „ჰამასის“ ომის გამო, ღაზის სექტორში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ეს ანკლავის მოსახლეობის დიდი ნაწილია, რადგან იქ სულ დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 300-ს გადააჭარბა.

მეტი...

მოსამართლემ გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ გიჩო მარგველაშვილი და მისი მეგობარი პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის სახით დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდება ითხოვდნენ. შეგახსენებთ, რომ გიჩო მარგველაშვილი და კობა პაიჭაძე ორი დღის წინ, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ გააჩერა, მანქანაში ჩხრეკა ჩაატარა და იარაღი აღმოაჩინა. მარგველაშვილი ბრალდებას უარყოფს, პაიჭაძე კი ამბობს, რომ იარაღი მისია. ცნობისთვის, გიჩო მარგველაშვილი რამდენიმე თვის წინ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ ანგარიშსწორებაში ფიგურირებდა. 2023 წლის 4 მაისს, ის ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, საბა გახოკიამ დაჭრა. მარგველაშვილის დაცვამ, კახაბერ კამლაძემ კი თავდამსხმელს…

მეტი...

ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთ კვირაში მეექვსედ, ევაკუაცია გამოცხადდა

ვერსალის სასახლეში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ევაკუაცია უკვე მეექვსედ გამოცხადდა. ინფორმაციას სასახლის ადმინისტრაცია X-ზე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიზიტორების ევაკუაცია ამჯერადაც ბომბის საფრთხის გამო გამოცხადდა. ,,უსაფრთხოების მიზნით, ვერსალის სასახლეში ვიზიტორების ევაკუაცია მიმდინარეობს, სასახლე გაიხსნება, როგორც კი შემოწმების პროცესი დასრულდება. მადლობას გიხდით გაგებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ღაზაში, ,,ჰამასის” მძევლობაში 210 ადამიანია

ღაზაში ,,ჰამასის” მძევლობაში 210 ადამიანია. ისრაელის სამხედრო უწყებამ უკვე მიაწოდა ინფორმაცია გატაცებულების ოჯახებს. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ახალ ინფორმაციას იკვლევენ. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მეტი...

,,ჩვენს მიწას არასდროს დავტოვებთ” – მაჰმუდ აბასი

,,ჩვენს მიწას არასდროს დავტოვებთ”. ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ეგვიპტეში მიმდინარე სამიტზე განაცხადა. ,,ჩვენ არასდროს დავთანხმდებით გადაადგილებას, ჩვენ დავრჩებით ჩვენს მიწაზე, როგორიც არ უნდა იყოს გამოწვევები”, – თქვა აბასმა. ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 20 ქვეყნიდან ჩასული მაღალი თანამდებობის პირები ესწრებიან, თუმცა სამიტში მონაწილეობას არ იღებენ აშშ-ის, ისრაელის, ,,ჰამასისა” და ირანის წარმომადგენლები.

მეტი...

,,ღაზაში საწვავი არ შევა” – დანიელ ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ღაზაში საწვავი არ შევა. ეგვიპტესა და ღაზას შორის ,,რაფაჰის” სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ღაზაში მხოლოდ საკვები, წყალი და სამედიცინო დახმარება დაიშვება. არსებული ინფორმაციით, დღეს ღაზაში შესულ ჰუმანიტარულ დახმარებას ანკლავის სამხრეთ ნაწილს მიაწვდიან. შეგახსენებთ, რომ რაფაჰის გამშვები პუნქტი დღეს დროებით გაიხსნა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით.

მეტი...

კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

კვიპროსში ისრაელის საელჩოსთან პატარა ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ოთხი კაცი (17-დან 21 წლამდე ასაკის, წარმოშობით სირიელი) დააკავა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ნიქოზიაში, საელჩოს შესასვლელიდან, დაახლოებით, 30 მეტრში აფეთქდა.

მეტი...

,,რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნა შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას” – ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რაფაჰის საზღვრის დროებით გახსნას X-ზე (ყოფილი Twitter) ეხმაურება და ჩართულ მხარეებს მადლობას უხდის. ,,მივესალმები რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნას ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შეამსუბუქებს უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ჩემი მადლიერება ყველას, ვინც ეს შესაძლებელი გახადა”, – წერს ლაიენი.

მეტი...

ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს ეგვიპტისა და იორდანიის დატოვებისკენ მოუწოდებს

ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ეგვიპტე და იორდანია, რადგან საფრთხის დონე 4-მდე გაიზარდა. ,,ომის გაგრძელების გამო, ბოლო დღეებში მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოში, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის არაბულ ქვეყნებში, საპროტესტო გამოსვლების რაოდენობამ იმატა, რაც ებრაელების მიმართ ძალადობაში გამოიხატა”, – აღნიშნულია ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში. ამასთან, ისრაელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ მაროკოში მოგზაურობისგანაც, რადგან იქ საფრთხის დონე 3-მდე გაიზარდა.

მეტი...

რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდა

რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა და ღაზაში ეგვიპტის გავლით დღეს პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. თუმცა, 20 სატვირთოს ღაზის სექტორში გადასვლის შემდეგ, გამშვები პუნქტი ისევ დაიკეტა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზის სექტორში 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. თავდაპირველად განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა, მოგვიანებით კი ეგვიპტემაც დაადასტურა. რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელი ახლა არის ჰუმანიტარული დახმარების ერთადერთი გამტარი, მას შემდეგ რაც ისრაელმა დახურა სხვა სასაზღვრო პუნქტები ღაზის სექტორიდან და მისკენ.

მეტი...

გერმანია უკრაინის აღდგენისთვის კიდევ 200 მლნ ევროს გამოყოფს

გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლეისბარტმა, პარასკევს უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა. ფლასბარტის თქმით, თანხა მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვასა და სასმელ წყალს. ასევე, ქალაქების რეკონსტრუქციას. კიევში ყოფნისას ფლიასბარტმა ხაზი გაუსვა უკრაინის ეკონომიკის ძირითადი სექტორების მხარდაჭერის მნიშვნელობასაც.

მეტი...

ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება

დღეს, ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტი გაიმართება, რომელსაც მსოფლიოს 20-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კაიროს სამშვიდობო სამიტის მთავარი თემა ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის არსებული კონფლიქტი იქნება. სამიტის მიზანს ცეცხლის შეწყვეტა წარმოადგენს. სამიტს ეგვიპტის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი, იორდანიის მეფე აბდულა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, გაეროს გენერალური მდივანი ანტიონიო გუტერეში და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. თუმცა, Reuters-ის ჩამონათვალში აშშ-ის, ისრაელისა და ირანის წარმომადგენლები არ არიან.

მეტი...

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დაიწვა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დაიწვა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. თვითმხილველების თქმით, იმ დროისთვის ეკიპაჟს პაციენტი არ გადაჰყავდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები.

მეტი...

,,ბელარუსის მიერ, აფხაზეთის აღიარების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს” – ასლან ბჟანია

,,ბელარუსის მიერ, აფხაზეთის აღიარების მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს”. ინფორმაციას ამის შესახებ  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია ავრცელებს. მისი თქმით, თვის ბოლოს ,,აფხაზეთის დელეგაცია” ბელარუსში გაემგზავრება ბელარუს კოლეგებთან “სამუშაო ვიზიტზე” – „ნაადრევია იმის თქმა, რომ ბელარუსი მზადაა აღიაროს აფხაზეთი, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს“, – თქვა ბჟანიამ. საფუძველს ვუყრით მომავალ აღიარებას – ეს განცხადება ბჟანიამდე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ გააკეთა. რუსეთის პირველი არხის ეთერში მან თქვა, რომ უახლოეს მომავალში მინსკში ,,ვიზიტს” გეგმავენ. ცნობისთვის, ბელარუსს აფხაზეთის ,,დამოუკიდებლობა” ოფიციალურად არ აქვს აღიარებული, თუმცა, გასული წლის სექტემბერში ალექსანდრ ლუკაშენკო ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სადაც…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში

ბორჯომში, სოფელ ყვიბისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ქალი დაშავდა. დაშავებული ,,ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანეს. ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. ,,მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით რჩება კლინიკაში”, – ამბობს კლინიკის დირექტორი, დავით ბარაბაძე. მომხდარზე შსს-მ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო.

მეტი...

EU მხოლოდ ეკონომიკური კავშირი არ არის – გერმანიის ელჩის პასუხი პაპუაშვილს

შალვა პაპუაშვილმა ტვიტერზე ევროკავშირის წევრებისა და წევრობის მსურველი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის წყაროც მსოფლიო ბანკია. ,,საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური თვალსაზრისით. ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა და გარკვეული ეკონომიკური დონის მიღწევა მისი წევრობის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია გაწევრიანებამდე ეკონომიკური სტაბილურობისა და სიმდიდრის უზრუნველყოფა. დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვეყნების მშპ ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირში გაწევრიანების მომენტში. ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველომ უკვე გადალახა ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო „შესვლის დონე“. მსოფლიო ბანკის პროგნოზით კი, საქართველო 2028 წლისთვის ევროკავშირის ასპირანტებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა”,…

მეტი...

პარლამენტი პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა პიროტექნიკის გამოყენების საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში. დეპუტატებმა იმსჯელეს, რომელ მოდელს უნდა მიენიჭოს კანონმდებლის მიერ უპირატესობა პიროტექნიკასთან დაკავშირებით და რა ალტერნატივები შეიძლება იყოს განსახილველი გარდა იმისა, რაც არმაზ ახვლედიანისა და ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივითაა შეთავაზებული. აღინიშნა, რომ პიროტექნიკის იმპორტის სრულად აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტები, შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ალტერნატივების განხილვის საჭიროება. განხილეს კომპლექსური მიდგომის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს უკიდურესად შეიზღუდოს პიროტექნიკის გამოყენება, რომელიც არამართლზომიერია და სხვა პირთა უფლებებს ხელყოფს და, ამასთანავე, გაუმჯობესდეს…

მეტი...

ისრაელში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება. ამ ფაქტს ისრაელში საქართველოს საელჩო ეხმაურება და აცხადებს, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას. ,,ვრცელდება უსაფუძვლო ინფორმაცია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება! ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი განაგრძობს მუშაობას! რაც შეეხება ისრაელი საქართველოს მიმართულებით ფრენებს, გვაქვს რამდენიმე სიახლე: როგორც ცნობილია კომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” განაცხადა, რომ კომპანია 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ ავივის მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეულ რეგულაციებთან. თუმცა ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების და სხვა დაინტერესებული საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ინარჩუნებენ და რეგულარულად ახორციელებენ ისრაელის ავიაკომპანიები : – ელ ალი…

მეტი...

ზამთარში მანქანებზე ზამთრის საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები შესაძლოა სავალდებულო გახდეს

ზამთრის პერიოდში, ავტომობილების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა შესაძლებელია, სავალდებულო გახდეს. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ორშაბათის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ინიციატივაში მთავრობა იმ ზონებისა და გზის მონაკვეთების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ზამთარში სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მოძრაობა სავალდებულო იქნება. ცვლილებებით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილ პერიოდსა (პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე) და განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების რომელიმე თვალზე შესაბამისი მახასიათებლების მქონე ზამთრის საბურავები არ ექნება, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით – შესაბამისი მახასიათებლების ზამთრის საბურავები და არანაკლებ…

მეტი...

აშშ მიესალმება 2 მძევლის გათავისუფლებას, თუმცა მუშაობა გრძელდება – ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისინი მიესალმებიან ,,ჰამასის” მიერ 2 ამერიკელი მძევლის გათავისუფლებას. 10 ამერიკელი ჯერ კიდევ დაკარგულად მიიჩნევა და მათი გათავისუფლებისთის მუშაობა გრძელდება. როგორც სახელმწიფო მდივანი ამბობს, ისინი, სავარაუდოდ, იმ 200 მძევალს შორის არიან, რომლებიც ღაზაში გადაიყვანეს. ,,თითოეული მათგანი უნდა გათავისუფლდეს,” – აღნიშნა ბლინკენმა და მან მადლობა გადაუხადა კატარის ხელისუფლებას, რომელიც პროცესში მონაწილეობდა. რაც შეეხებათ გათავისუფლებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ მიემგზავრება ჯგუფი, რომელიც ამას შეაფასებს. ამასთან, არ არსებობს ინფორმაცია სხვა ამერიკელი მძევლების სტატუსისა და მდგომარეობის შესახებ.    

მეტი...

ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად მინიმუმ 22 ჟურნალისტი დაიღუპა

ისრაელსა და ,,ჰამასს” შორის 7 ოქტომბერს დაწყებული ომის შემდეგ, სულ მცირე, 22 ჟურნალისტი დაიღუპა. მათ შორის, 18 პალესტინელი, 3 ისრაელელი და 1 ლიბანელი. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების მიხედვით, დაშავდა 8 ჟურნალისტი, 3 კი დაკარგულად მიიჩნევა. ,,CPJ ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ კრიზისის დროს და არ უნდა იყვნენ მეომარი მხარეების სამიზნე”, – განაცხადა ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის კოორდინატორმა, შერიფ მანსურმა.

მეტი...

ბავშვების საყვარელი სახლი – „ლეგოს“ სამყარო პეკინში და ფასები

ეს „ლეგოს“ უზარმაზარი სახლი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მდებარეობს, რომელიც რამდენიმე სართულს მოიცავს. აქ ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი – უზარმაზარი ასაწყობი სახლებით თუ ცხოველებით დაწყებული და მინიატურული დეტალებით. რაც შეეხება ფასებს, იწყება 120 იუენიდან, რაც დაახლოებით 20 დოლარია და ადის და ადის ათასებამდე. ასაწყობი ფიგურებისა და კონსტრუქციების გარდა, აქვეა კუთხე, სადაც ნებისმიერი ფერის თუ ფიგურის დეტალი წონით იყიდება. შეგიძლია შეარჩიო, ააწონინო, წაიღო და სახლში ააწყო რაც გინდა, თან, ნახატებსაც გთავაზობენ, რომ მის მიხედვით აარჩიო ფიგურები წონით. ამ სახლს, მთელი დღის განმავლობაში ათასობით სტუმარი ჰყავს, ბავშვებს კი შეუძლიათ, ადგილზეც გაერთონ და სასურველი ფიგურები ადგილზე ააწყონ. დანარენი…

მეტი...

ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ხდები ჩინელი – თანამედროვე ტექნოლოგია

ეს არის ცირული სამყარო, თანამედროვე ტექნოლოგია და ახალი საუკუნე. აქ ყველაფერი ციფრულია, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია გახდე ჩინელი და იმოგზაურო კონტინენტის ნებისმიერ წერტილში. რეპორტაჟი პეკინიდან ეკა გულუა    

მეტი...