თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჯერა არ გამოცხადებულა, თუმცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი თურქეთის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ვულოცავ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მის უდავო გამარჯვებას! გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო!“, – აცხადებს ორბანი. თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს გაიმართა. ამ დროისთვის არსებული მონაცეებით, არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს.
მეტი...დღე: მაისი 28, 2023
„წავიდეთ წინ, საცან მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას არ გავათავისუფლებთ“ – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ წინ მანამ ივლიან, სანამ საკუთარ ტერიტორიებს არ დაიბრუნებენ. „წავიდეთ წინ, საცან მთელ ჩვენს უკრაინულ მიწას არ გავათავისუფლებთ“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში. „დღეს ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის მიერ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევა გამოიარა. შეტევს 54 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელდა. თითქმის ყველა ჩამოგდებულია. ამ ტერორისტული თავდასხმის დროს რაოდენობრივად ყველაზე ძლიერი დარტყმა კიევის რეგიონს მიაყენეს… წავიდეთ წინ, სანამ ჩვენს უკრაინულ მიწას არ გავათავისუფლებთ. დიდება ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე“ – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
მეტი...თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს
თურქეთის მთელ ტერიტორიაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. პირველადი მონაცემებით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერდოღანმა ამომრჩეველთა ხმების 57.09 პროცენტი მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი – 42.91 პროცენტი.
მეტი...„რადიკალური ოპოზიცია დღეს დგას საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში“ – არჩილ თალაკვაძე
მმართველ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის – არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რდიკალური ოპოზიცია საკუთარი ხალხის და ქვეყნის ოპოზიციაში იმყოფება. მისი შეფასებით, 26 მაისის ღონისძიებას ყველა ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა და ასეთ მნიშვნელოვან დროს სპეკულაციები ნამდვილად უადგილოა. „ყველა კონსტიტუციური ხელმძღვანელი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა ამ ღონისძიებას – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად, ეს სპეკულაციები უადგილოა. იმ ადამიანებს, ვისაც გინდათ, რომ პოლიტიკური სკანდალი შექმნათ, მინდა, მოკრძალებით გირჩიოთ, გაიხსენოთ თქვენი ფავორიტი ლიდერები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე დადიოდნენ შოპინგზე, სახელმწიფოს ხარჯზე იტარებდნენ რეკრეაციულ პროცედურებს, ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი სახელმწიფოებრივი რეალურად ფეხქვეშ გათელეს. ამიტომ, უადგილოა ასეთ მნიშვნელოვან დროს სპეკულაციები.…
მეტი...უკრაინის პრეზიდენტი ირანისთვის 50 წლიან სანქციებს ითხოვს
ვოლოდიმირ ზელენსკი საჭიროდ მიიჩნევს, ირანს სანქციები 50 წლით გაუხანგრძლივდეს. აღნიშნული თხოვნით პრეზიდენტმა უკრაინის უმაღლეს რადას უკვე მიმართა. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, სანქციები 50 წლის ვადით უნდა გახანგრძლივდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ის მეგობრული პოლიტიკაა, რასაც ირანი რუსეთის მიმართ აწარმოებს. კერძოდ, სამხედრო შეიარაღების კუთხით დახმარება. როგორც უკრაინული მხარე აღნიშნავს, რუსული ძალები უკრაინაზე თავდასხმას ირანული დრონებით ახორციელებენ.
მეტი...„ინებოს უფალმა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, გამთლიანება და გაძლიერება, ამინ“ – მეუფე შიო
„მამაო, ყოველივე, რაც ჩემია, შენია, და ყოველივე შენი არის ჩემი“. სხვა არასდროს არავის გამოუხატავს ასეთი ერთობა მამა ღმერთთან, როგორც ამ სიტყვებში არის გამოხატული“ – აღნიშნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას. როგორც მეუფემ აღნიშნა, დღეს არის პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამების ხსენება, რომელიც აღინიშნება ხოლმე სულთმოფენობის წინა კვირას. „წმინდა მამების, რომლებმაც სიტყვიერად გამოხატეს ეკლესიის სწავლება ყოვლადწმინდა სამების შესახებ და ჩამოაყალიბეს ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოს პირველი ნახევარი, პირველი ნაწილი, სადაც განსაკუთრებით მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ძე ღმერთი ერთარსია მამა ღმერთისა. ეს წმინდა მამები იყვნენ გამორჩეული მღვდელმთავრები, რომლებიც თავის…
მეტი...ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს წერილს უგზავნის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერილს აქვეყნებს, რომელიც მას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გაუგზავნა. ჯო ბაიდენი პრეზიდენტს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენი ორი ქვეყნის ხალხს აქვს მტკიცე და უტეხი კავშირი, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ხალხთა შორის არსებულ ახლო კავშირებსა და ჩვენს საზიარო ღირებულებებზე, რაც მოიცავს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის ევროკავშირსა და ნატოში, შემდგომ ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის აგრესიას, რაც მოიცავს საქართველოს ტერიტორიის უსამართლო ოკუპაციასა და კონფლიქტისა და დაყოფის გაღვივების…
მეტი...მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტი შარზეა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ქმედებები და განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი შარზეა. „იმდენად პროვოკაციულია დამოკიდებულება, რომ ჩვენ ამ პროვოკაციებს მგონი, არ უნდა წამოვეგოთ. გაბრაზება ხან ზოგადი პოლიტიკური სარჩულით, მერე აბსოლუტურად არასწორი, არარელევანტური „მესიჯები“ 26 მაისთან დაკავშირებით და შემდეგ საზოგადოების რეაქციაც შესაბამისი იყო, შემდეგ პროტოკოლზე გაბრაზება რას ემსახურება, შეიძლება მომავალმა გამოაჩინოს და ვნახოთ. ჩვენ ამ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან. მან პრეზიდენტის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჯერად მაინც „ობიექტურობას გამოიჩენს“. „იმ ფრთის წარმომადგენლებს, რომელსაც ახლა ქალბატონი სალომე ნარატივში შეუერთდა, რამდენიმე კვირის…
მეტი...ლუკაშენკო კრიტიკულ მდგომარეობაშია
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ცუდად გახდა, რა დროსაც კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერის, ვალერი ცეპკალოს განაცხადებით, ლუკაშენკოსა და პუტინს დახურული შეხვედრა ჰქონდათ, რა დროსაც პრეზიდენტი ცუდად გახდა და გონება დაკარგა.
მეტი...„26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში? აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო“ – ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 26 მაისის ალღუმზე არმისვაზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ალღუმებზე გარკვეული მიზეზით არ დადის. 26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება? აღლუმზე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. სპეკულაციაა ამაზე საუბარი“ – უპასუხა კობახიძემ მედიას. „26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, ამ ღონისძიებას მე არც შარშან დავსწრებივარ და არც წელს დავსწრებივარ, ეს ყველამ იცოდა. მინდა, ამ მაგალითზე კიდევ ერთხელ ვაჩვენო „ნაცმოძრაობის“ სახე. რეალურად სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა…
მეტი...„იმედი მაქვს, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი“ – ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და პრეზიდენტი ირიბად გააფრთხილა. „იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის განცხადებები არ იქნება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის დამაზიანებელი, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, სხვა კომენტარისგან ჩვენ თავს შევიკავებთ. მე ვსაუბრობ შესაძლო განცხადებებზე, რომელმაც შეიძლება სახელმწიფო ინტერესები დააზიანოს. იმედია, ასეთი განცხადება არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მედიასთან. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც, 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.
მეტი...“ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს” – კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია არათუ არ დგამს ნაბიჯებს, რათა საქართველომ 12 რეკომენდაცია შეასრულოს, არამედ პირიქით, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ხელის შეშლა, არამედ ქვეყნისთვის ხელის შეშლა, რომ არ მიიღოს სტატუსი. „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა 12-ვე რეკომენდაცია იყოს შესრულებული და ივნისის ბოლოს ეს პროცესი დასრულებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. არათუ პოზიტიური ნაბიჯის გადმოდგმა, პირიქით, ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, რომ როგორმე ხელი…
მეტი...„ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა, ხოლო ოპოზიციის განცხადებები პოლიტიკური მანიპულაციებია“ – კალაძე
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არასერიოზული და მანიპულატორული უწოდა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ქართული მხარე მართავდა რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღდგენის საკითხებზე. როგორც მედიასთან საუბრისას კახა კალაძემ განაცხადა, ამ ყველაფერს დღეს აპროტესტებენ ის ადამიანები, რომლებიც წლების წინ რუსეთის ფედერაციას ამავეს თვითონვე სთხოვდნენ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველთვის გაატარებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკას. “ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ – „ქართული ოცნება“ ატარებს ქართულ პოლიტიკას, პირველ რიგში, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. შესაბამისად ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა,…
მეტი...„თუ გენგეგმით მიწის ნაკვეთის სტატუსი გაუარესდა, თბილისის მერია ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა“ – კახა კალაძე
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტი, სადაც ოპოზიცია თითქოს, ამხელს თბილისის მერიას კორუფციულ გარიგებებში, არის სრული ტყუილი. ამის შესახებ მან მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისი განმარტებით, მოქალაქე შალვა ქვრივიშვილის საქმეში არანაირი კორუფციის კვალი არ იკვეთება. ეს არის სტანდარტული შემთხვევა – როდესაც მიღებული გენგეგმით ხდება მიწის სტატუსის გაუარესება, თბილისის მერია პირდაპირ ვალდებულია, გამოისყიდოს მიწა ან მოახდინოს მისი ადგილმონაცვლეობა. „როდესაც გენგეგმით ხდება მიწის ნაკვეთის სტატუსის გაუარესება, დედაქალაქის მერია პირდაპირ ვალდებულია, ან გამოისყიდოს არსებული მიწა ან მოახდინოს ადგილმონაცვლეობა, რომ კერძო მესაკუთრეს პრობლემა არ შეექმნას და პირობები არ გაუუარესდეს. …
მეტი...ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება
სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს გაიმართება. 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება. ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის ნეშთი სამშობლოში რამდენიმე დღის უკან გადმოასვენეს. მისი საფლავი კი უზბეკეთში საელჩომ მოიძია.
მეტი...„ქართული ოცნება“ პარტიული კონფრენციებისთვის ემზადება
დღეს, 28 მაისს, მმართველი გუნდი მორიგ პარტიულ კონფერენციებს მართავს. დღეს „ქართული ოცნების“ ვაკის, საბურთალოსა და კრწანისის პარტიული ორგანიზაციების კონფერენციები გაიმართება. კონფერენციების განრიგი კი შემდეგია: 11.30 საათზე, გაიმართება ვაკის ორგანიზაციის კონფერენცია; 13:00 – საბურთალოს ორგანიზაციის; 14:30 – კრწანისის ორგანიზაციის. კონფერენცია სასტუმრო „შერატონში“ ჩატარდება
მეტი...„კიეველებს კიევის დღე მოულოცეს მომაკვდინებელი საფრენი აპარატით“ – უკრაინული მხარე
კიევზე უპილოტო საფრენი აპარატით შეტევასთან დაკავშირებით კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ეს იყო მე-14 საჰაერო თავდასხმა. „მაისის დაწყებიდან ეს მე-14 საჰაერო თავდასხმაა. დღეს მტერმა გადაწყვიტა კიეველებს კიევის დღე მიულოცოს მომაკვდინებელი უპილოტო საფრენი აპარატებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა კიევზე, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დღიდან“, – აღნიშნულია სერგეი პოპკოს განცხადებაში. მისივე ინფორმაციით, საჰაერო განგაში დაახლოებით ხუთი საათი გაგრძელდა. „წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა ძალებმა 40-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს. არის მსხვერპლი და ნგრევა“ – აღნიშნავს პაპკო.
მეტი...კობა კობალაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ის ღონისძიებას დაესწრო
აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS“-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის’’) 29-ე ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო. „ დღეს საკმაოდ საინტერესო ღონისძიების საპატიო სტუმრები ვიყავით, „TAPS“-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონ ბონი ქეროლის მოწვევით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სტუმრების ფართო სპექტრი, მათ შორის, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი მარკ მილი, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს, მადლობა გადაუხადა საქართველოს…
მეტი...რუსეთი ქვეყნიდან გერმანელი საზოგადო მოღვაწეების გაძევებას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან გერმანიის მოქალაქეებს გააძევებენ. ასეთია კრემლის პასუხი გერმანიას, რომელიც უკრაინას სამხედრო თუ სხვა სახის დახმარებას უწევს. ამჯერად, საუბარია ქვეყნიდან გერმანელი დიპლომატების, მასწავლებლებისა და კულტურული ინსტიტუტების თანამშრომლების გაძევებაზე. აღნიშნულ ინფორმაციას კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც გერმანული მხარე აცხადებს, მსგავსი ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს უფრო გაამწვავებს. გერმანიის საგარეო უწყება რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს და მსგავს გადაწყვეტილებას გაუმართლებელს და გაუგებარს უწოდებს.
მეტი...