ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებმაც მონაზონი სცემა და გააუპატიურა 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ხაშურის მუნიციპალიტეტში მომხდარი საზარელი შემთხვევის შედეგად ბრალდებულ ახალგაზრდა მამაკაცებს სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. შემთხვევა გასული წლის ნოემბერში, დედათა მონასტერში მოხდა.

ყაჩაღობასა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებაში ბრალდებულ ორივე ახალგაზრდა მამაკაცებს სასმართლომ 20-20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცები ტაძარში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ. თანხა რომ ვერ მიიღეს, მონაზონზე ფიზიკურად იძალადეს.

ნაცემი მონაზონი კატასტროფის ბრიგადას ხაშურიდან თბილისში გადმოჰყავს

მსგავსი თემები