ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც აქტივისტის მარიამ სიჭინავას საქმეს განიხილავდნენ, მოქალაქე „კლოუნის ცხვირით“ მივიდა. გარდა ამისა, ის სასამართლოს პროცესის დროს ამღერდა, რაზეც მოსამართლემ შენიშვნა მისცა. როსტომ ზარანდიამ კი აღნიშნა, რომ სურდა პროცესი ცირკს დამსგავსებოდა. აღნიშნული გამო, ზარანდია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. დღეს, მარიამ სიჭინავას სასამართლო პროცესი გაიმართა. სიჭინავა პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავეს. მანამდე ის 5000 ლარით დააჯარიმეს.
მეტი...კატეგორია: ვიდეოარქივი
ლოს-ანჯელესის ქუჩებში მასშტაბურ ხანძარს, კვლავ, ებრძვიან (video)
უკვე მეოთხე დღეა მეხანძრეები ლოს-ანჯელესის ქუჩებში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. მათ ვერ შეძლეს ერთი კვირის წინ ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძრის კონტროლი და ის ახლა კალიფორნიის შტატის ამ ყველაზე დასახლებულ ქალაქში მძვინვარებს. ხანძრის გამო 10 ადამიანი დაიღუპა და ათასობით შენობა, ბიზნესი თუ საცხოვრებელი სახლი სრულებით განადგურდა. მეხანძრეები დღედაღამ მუშაობას აგრძელებენ. ლოს-ანჯელესის ოფიციალურმა პირებმა 10 იანვარს განაცხადეს, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ხანძარს მეტად გააკონტროლებენ და საგანგებო სამსახურები შეძლებენ დამწვარი შენობების ნანგრევებში შეღწევას.
მეტი...გადამწვარი ჰოლივუდი – ვარსკვლავების ვილები განადგურდა (video)
კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს. ლოს-ანჯელესში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ბოლო მონაცემებით, წყნარი ოკეანის პალიფიკ-პალისეიდში ტყის ხანძრის ფართობმა უკვე 6390 ჰექტარს გადააჭარბა. ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები განადგურდა,ხანძარი ემუქრება ჰოლივუდის ბულვარს და დიდების ხეივანს.
მეტი...„ხორუმით ევროპისკენ“ – პარლამენტისკენ ცეკვით მიემართებიან (video)
ფილარმონიასთან შეკრებილი მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით ოპერასთან მივიდნენ. მათ ბანერი წარწერით – „ხორუმით ევროპისკენ“ ჰქონდათ გაშლილი. მოცეკვავეები პარლამენტისკენ გაემართებიან. დღეს, მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობდა. მარში გამართეს ქვეყნის თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენლებმა. ისინი საბოლოო ჯამში მსვლელობებით პარლამენტთან შეიკრიბებიან. დემონსტრანტები მიმდინარე აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
მეტი...სალომე ზურაბიშვილი ელისეის სასახლეში მაკრონს ხვდება (video)
სალომე ზურაბიშვილი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენს ემანუელ მაკრონს ხვდება. სასახლიდან ვიდეოს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი ავრცელებს. მანამდე პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შეხვდა. აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა რომ სიღრმისეული განხილვა ჰქონდა. „ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ“- აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მეტი...ახალგაზრდები წყლის ჭავლის პირისპირ (video)
სამართალდამცველებმა პარლამენტის წინ, სადაც აქცია დაიწყო, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირზე ბრახუნით გამოხატავდნენ პროტესტს. მას შემდეგ კი რაც წყლის ჭავლი გამოიყენეს, ისმოდა საპროტესტო შეძახილები: “მონებო, მონებო”. რუსთაველზე რობოკოპები პერიოდულად აგრძელებენ წყლის ჭავლის გამოყენებას. ახალგაზრდები კი წყლის ჭავლის პირისპირ დგანან.
მეტი...სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს მეტროშიც შეჰყვა – მომიტინგეებს ეძებდნენ თეატრშიც (video)
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, რუსთაველის გამზირის გაწმენდის შემდეგ, აქციის მონაწილეებს მთელი ღამის განმავლობაში მისდევდა. მომიტინგეებს ეძებდნენ ყველგან, მათ შორის მეტოსა და თეატრში. აქციის დაშლისას რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. დაზიანებები მიიღეს მედიის წარმომადგენლებმა. სასწრაფო სამედიცინო დახმარეის სამსახურმა კლინიკაში გადაყვანა ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. მას ტვინის შერყევა აქვს.
მეტი...როგორ დაშალა მიტინგი სპეცრაზმმა – რუსთაველის გამზირი თავისუფალია (video)
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს. საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – “რუსთაველიდან” და “თავისუფლების მოედნიდან” ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. პარალელურად მიმდინარეობდა დაკავებებიც. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ დაზიანებები თავისა და სახის არეში. ზოგიერთი აქციის მონაწილის გადაყვანა საკაცით გახდა საჭირო.
მეტი...ილია თოფურიას ვაჟს მეგრულში ამეცადინებენ (video)
UFC-ის ჩემპიონიs, ილია თოფურიას ვაჟი, ჰუგო თოფურია მეგრულს სწავლობს. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მეტი...პუტინი აფხაზეთისგან იგივეს ითხოვს, რასაც ქართული მხარე – რა წერია დოკუმენტში?!
ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბოხებულებმა აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის კაბინეტში იპოვეს, რუსეთუდან 2023 წელს არის გამოზავნილი. აქ ჩამოთვლილია ძირითადი პუნქტები, რასაც რუსეთი აფხაზეთისგან ითხოვს. მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ პუტინის მოთხოვნა ქართული მხარის მოთხოვნების იდენტურია. რუსული მხარე აფხაზებისგან მოითხოვს: მოხსნას მდინარე ენგურზე არსებული რეჟიმი; განთავისუფლდნენ ქართველი პატიმრები, რომლებიც აფხაზეთის ციხეებში იმყოფებიან; ამოქმედდეს ინცინდენტების პრევენციის კომისია; დევნილების დაბრუნების საკითხის განხილვის დაწყება. როგორც ჯემალ გამახარიან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ეს არის საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი. „იმ ნაწილში, სადაც ქართველი პატიმრების გათავისუფლებაზეა საუბარი ერთი არის ბებუა, ყველამ იცის ეს ადამიანი, რომელმაც დროშა დაწვა და შემდეგ გაასამართლეს. არც ერთი…
მეტი...ქართველი გულშემატკივრები ჩეხეთში – მატჩამდე ცოტა დრო რჩება (video)
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩამდე ცოტა დრო რჩება. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩი ჩეხეთის ქალაქ ოლმოუცში ჩატარდება. ქართველი გულშემატკივრები უკვე შეიკრიბნენ და ნაკრების მხარდასაჭერად ემზადება.
მეტი...“მთელი ღამე დავრჩებით აქ”- ოპოზიციის გეგმები (video)
აქციის მონაწილეები კვლავ შეიკრიბნენ. ამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულია ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბრძოლა გრძელდება და ისინი მთელი ღამე ადგილზე დარჩებიან. “ვაგრძელებთ ბრძოლას. მთელი ღამე დავრჩებით აქ და ვიქნებით იმდენი ხანი, რამდენიც საჭიროა გამარჯვებამდე, ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული, დავიცავთ ყველა მოქალაქეს და მოვუფრთხილდებით, არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. ჩვენ გამოვაცხდეთ წინაღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა წინ “- განაცხადა ხოშტარიამ. ცოტა ხანში, პოლიტიკური ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ და შემდგომი გეგმების შესახებ ისაუბრებენ.
მეტი...ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი კვლავ გადაიკეტა (video)
მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირი ისევ გადაკეტილია. დედაქალაქში კვლავ აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხანში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეკრებილებს სამოქმედო გეგმას გააცნობენ. საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქცია დღეს, დილით დაშალა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა.
მეტი...“ნახეთ რას აკეთებს დაცვა“- რა ვიდეოს ავრცელებენ სტუდენტები (video)
ხმაური იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს. როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა ამბობს, მათ შენობაში სხვა სტუდენტების შემოშვება სურდათ, რაზეც დაცვის თანმაშრომლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწია. „დაკეტილი აქვთ უნივერსიტეტის კარები. ცოცხალი ჯაჭვი გავაკეთეთ, რომ სტუდენტები შემოგვეშვა და ნახეთ რას აკეთებს დაცვა“- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
მეტი...“მოედანზე წყალი დგას”- მატჩი იწყება (video)
ბათუმში ძლიერი წვიმაა. მოედანზე წყალი დგას. უკრაინა-საქართველოს მატჩი იწყება, ფეხბურთელები მოადანზე არიან. უკრაინასთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არიან: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ლოჩოშვილი, შენგელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, ზივზივაძე. სათადარიგო შემადგენლობაში არიან: ლორია, გუგეშაშვილი, კალანდაძე, გველესიანი, გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი, კვეკვესკირი, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, მიქაუტაძე.
მეტი...ვითარება ცესკოსთან (video)
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შესასვლელთან აქცია გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიის ლიდერებიც. პროტესტის ნიშნად ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სტუდენტები მივიდნენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია. „დღეს ცესკო აფორმებს იმ რუსულ სპეცოპერაციას, რაც ”ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა 26 ოქტომბერს. აუცილებელია,რომ ვიაქტიუროთ დღეს და გაგრძელდეს პროტესტი. მოვუწოდებ ჩვენს მეგობრებს, შემოგვიერთდნენ აუცილებლად”- ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
მეტი...“შენი დედას ….” ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ცესკოს სხდომაზე (video)
ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკოში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც კირთაძეს სხდომაზე სიტყვა არ გააგრძელებინა, მან გიორგი კალანდარიშვილს, სავარაუდოდ, შავი საღებავი შეასხა. „რეგლამენტით გათვალისწინებული ორი წუთი ამოგეწურათ, სად არის ეგრე, რომ დაგასრულებინოთ? თქვენი ეს გამოსვლა და პოლიტიკური არ უკავშირდება შემაჯამებელ ოქმს. რას იჭიმები აქ, ქუჩაში ხომ არ გგონია შენი თავი? არ გასრულებინებ! მიბრძანდით, კარგად ბრძანდებოდეთ!“ – განაცხადა კალანდარიშვილმა. „რეგლამენტის დაცვა თუ გინდოდა, სხვა რამეში დაგეცვა. შენ ხარ სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ჩვენი ქვეყნის შავი ლაქა. შენი რეალური სახე რა არის გითხრა,…
მეტი...ბაყაყის უგემრიელესი წვნიანი, შანხაი (video)
ბაყაყის ხორცი ჩინეთში ერთ-ერთ დელიკატესად ითვლება. ბაყაყის წვნიანი კი ქორწილებში ერთ-ერთ მთავარ კერძად ითვლება, კუს წვნიანთან ერთად. ბაყაყი და კი კი მარკეტებში თევზთან ერტად იყიდება როგორ ცოცხალი, ისე გაყინული.
მეტი...“ხელი არ მომკიდო”- ანა დოლიძე (video)
ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობისას, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მეტი...კალიისა და ხოჭოს მწვადები შანხაიში (ვიდეო)
„ის აქ არის!“- როკფელერის ნაძვის ხე, ნიუ-იორკში ჩავიდა (video)
ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო სიმბოლო, როკფელერის ნაძვის ხე, ქალაქში ჩავიდა. ტრადიცია, რომელიც 1931 წლიდან იღებს სათავეს, უკვე 93 წელს ითვლის. ნაძვის ხე მასაჩუსეტსიდან 74 ფუტის სიგრძის, 11 ტონიანი მანქანით ჩაიტანეს და როკფელერის ცენტრში ამწეს მეშვეობით დადგამენ. როკფელერის ცენტრის საშობაო ნაძვის ხე მანჰეტენის ცენტრის ღირებულებად იქცა, რომელიც სავაჭრო და ტურისტულ ადგილებში ყოველწლიურად სადღესასწაულო პერიოდში უამრავ სტუმარს იზიდავს.
მეტი...სამეგრელოში 750 კილოიანი გოგრა გაჭრეს (video)
გიგანტური გოგრა, რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში ადგილობრივმა მოიყვანა, გაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის 750 კილოგრამს იწონიდა. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მეტი...ბერა ივანიშვილი შვილთან ერთად (video)
ბერა ივანიშვილი შვილთან ერთად როიალზე უკრავს. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
მეტი...უნიკალური კადრები მამა გაბრიელის ცხოვრებიდან (video)
მამა გაბრიელი დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში, წმიდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად. ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე იყო. ის იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.
მეტი...მოლდოვა არჩევნებში პროევროპელი მაია სანდუს გამარჯვებას ზეიმობს
გარე გაგრილების სისტემა საუდის არაბეთში (video)
საუდის არაბეთში გარე გაგრილების სისტემა დაამონტაჟეს. იგი 750 სვეტისგან შედგება და 10 კილომეტრს მოიცავს. გაგრილების სისტემა წყლის ბურუსს ასხურებს, რომელიც ჰაერში მალევე იფანტება.
მეტი...„ცა დაიფარა“- უჩვეულო მოვლენა იტალიაში (video)
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ცა გაურკვეველი მუქი წერტილები იყო დაფარული. ფოტო იტალიაში იყო გადაღებული. მოგვიანებით, ქვეყნის ერთ-ერთი ქალაქიდან ვიდეო-კადრებიც გავრცელდა, რაზეც მოქალაქეები წერდნენ, რომ ეს „უჩვეულო მოვლენა“ ფრინველების გუნდი იყო, რომლებიც თბილ ქვეყნებში მიფრინავდნენ.
მეტი...“საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა”- მამა გაბრიელის და (video)
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მამა გაბრიელის დის კადრები ვრცელდება. „ჩემო საყვარლებო, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა. ყველამ ვიცით, რომ დედა ღვთისმშობლის წილხვედრია. გარდა ამისა, საქართველო ძლიერია თავის ტრადიციებში, რწმენაში, ამიტომ გთხოვთ ყველას, დაფიქრდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით და რა გვინდა ჩვენ“- ამბობს მამა გაბრიელის და.
მეტი...მოხალისეები სტიქიის წინააღმდეგ ესპანეთში (video)
ესპანეთის პრემიერმინისტრი ბრძანებით, ვალენსიაში, სადაც სტიქიას ებრძვიან, დამატებით 5000 სამხედროსა და 5000 პოლიციელს გააგზავნიან. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოები, როპმელშიც თუ როგორ იკრიბებიან მოხალისეები. ბოლო მონაცემებით, 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა თავად ვალენსიაში და მიმდებარე რაიონებში. ამასთან, მოსალოდნელია წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვის გაზრდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლება აკრიტიკებს იმის გამო, რომ სწრაფი რეაგირება არ ჰქონიათ და არც წყალდიდობაზე ყოფილა რაიმე გაფრთხილება.
მეტი...სამთავროს დედათა მონასტერში მამა გაბრიელის ხსენების დღე აღინიშნა (video)
2 ნოემბერი წმინდა მამა გაბრეილ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სამთავროს დედათა მონასტერში წირვა-ლოცვა აღევლინა. ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2010 წლიდან აღნიშნავს.
მეტი...ხელოვნური ინტელექტის ყალბმა ცნობამ დუბლინის მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა (video)
დუბლინის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა ჰელოუინის აღლუმის საყურებლად, რომლის გამართვასაც არავინ აპირებდა. ღონისძიება ვებგვერდმა დააანონსა, სადაც ახალ ამბებს ხელოვნური ინტელექტი ქმნის. როგორც ჩანს ხელოვნური ინტელექტი მოქალქეებს “გაეხუმრა”. ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, რომ აღლუმი არ იქნებოდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო – ყალბი ცნობა გავრცელებული იყო სოციალურ ქსელებში და ხალხი ქუჩაში გამოვიდა.
მეტი...ჯო ბაიდენმა და პანდის ფორმაში გამოწყობილმა პირველმა ლედიმ ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს (video)
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა, რომელსაც პანდის ფორმა ეცვა, თეთრ სახლში ჰელოუინის დღესასწაულს უმასპინძლეს და სტუმრებს ტკბილეული დაურიგეს. პირველმა ლედიმ, რომელიც გამოცდილი პედაგოგია, ბავშვებს კითხვის წახალისების მიზნით წიგნები დაურიგა. მოგვიანებით ჰელოუნის კოსტიუმებში გამოწყობილ ბავშვებს მოკლე ზღაპრებიც წაუკითხა. 15 ოქტომბერს ვაშინგტონში ჩინეთიდან ორი გიგანტური პანდა ჩამოიყვანეს, რომლებიც აშშ-ის ეროვნულ ზოოპარკში იმყოფებიან. ჯილ ბაიდენმა პანდას კოსტიუმი „მისასალმებელი ჟესტის“ ნიშნად ჩაიცვა, როგორც ამას თეთრი სახლში აცხადებენ. დღის განმავლობაში თეთრი სახლის კარი დაახლოებით 8 000 ადამიანისთვის გაიხსნა, მათ შორის მოსწავლეებისთვის და სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის.
მეტი...ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა (video)
ესპანეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 158-მდე გაიზარდა. სტიქიის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა ვალენსიაში, ორი ადამიანი კასტილია ლა მანჩაში და ერთი ანდალუზიაში. სამაშველო ჯგუფები აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს რამდენიმე ადგილას. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა, რომ პრიორიტეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძებნაა. ესპანეთის თავდაცვის დეპარტამენტმა 1 205 სამხედრო მოსამსახურე, 300 მანქანა, 15 ვერტმფრენი და 18 უპილოტო აპარატი გაგზავნა სტიქიის ზონაში. ამ დრომდე 100-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
მეტი...გულშემატკივარმა ანჯელინა ჯოლის ყურადღება სიმღერით მიიპყრო (video)
საყვარელი მსახიობისგან ავტოგრაფის მისაღებად გულშემატკივარი ამღერდა. სიმღერის ავტორმა ანჯელინა ჯოლის ყურადღება და ავტოგრაფი მალავე დაიმსახურა.
მეტი...ბუნების საოცრება – ვისაც ბუნებრივი ქვები გიყვართ (video)
ბუნებრივი ქვები და ქვაში კვეთა. ვისაც ნატურალური ქვები გიყვართ, ეს საოცარი სანახაობა სწორედ თქვენთვისაა. აქ ნახავთ იმ ნაკეთობებს, რომელიც ბუნებრივი ქვებისგანაა შექმნილი. აქ ყველაფერი ნატურალურია, ფიგურები და ორნამენტები კი ქვაშია გამოკვეთილი.
მეტი...“ვინ ხარ ბიჭო შენ? ილაპარაკე ქართულად”- თოფურია რუს ჟურნალისტს (video)
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ჩემპიონის ტიტული დაიცვა და მაქს ჰოლოვეი ნოკაუტით დაამარცხა. ორთაბრძოლის შემდეგ ილია თოფურიამ ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა. რუსმა ჟურნალისტმა ილია თოფურიას კითხვა დაუსვა: „ილია, თქვი, რომ თუ მახაჩევი ქუჩაში შეგხვდება, საავადმყოფო დასჭირდება. მაინტერესებს, ქუჩის ჩხუბის შესახებ რა იცი, როცა გერმანიაში დაიბადე და ესპანეთში გაიზარდე?” ილიას პასუხი კითხვაზე იყო: „ვინ მოიყვანა ეს აქ, ვინ ხარ ბიჭო შენ“ – იკითხა ილიამ. რუსი ჟურნალისტი: „ჩემით მოვედი“. ილია თოფურია: „შენ შეგიძლია, ადგე და დატოვო ოთახი შენით“.
მეტი...