სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და ბორტზე არ დაუშვებენ

„არ მსურდა ქალბატონ პრეზიდენტზე რამე მეთქვა, თუნდაც იმიტომ, რომ ქალბატონია, მაგრამ მისმა სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებამ სხვა გზა არ დამიტოვა“ – აცხადებს „ჯორჯიან ეარვეიზის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილმა რომელიც პრეზიდენტს საკუთარ ბორტზე არ დაუშვებს. ამ ყველაფრის მიზეზი კი პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება გახდა, როცა სალომე ზურაბიშვილმა გაიაშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას ბოიკოტს უცხადებს და სხვებსაც იგივე მოუწოდა. „ქალბატონმა პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა. იმ დროს, როდესაც ქალბატონი სალომე პარიზის ქუჩებში დასეირნობდა, ქართველი მფრინავები ხანძარმოდებულ აფხაზეთში დაფრინავდნენ. ამდენ უბედურებას სასწაულებრივად გადარჩენილი ავიაკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ეს შტურმი უსინდისობაა და…

მეტი...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის ქალაქ ადანაში 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრა საკმაოდ ძლიერი იყო ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.  ნგრევის და დაზიანების შესახებ  ინფორმაცია არ ვრცელდება.  

მეტი...

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულები გაათავისუფლეს

გუშინ, კახეთში, „ყვარლის ტბასთან“ დაკავებული 17-ვე პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აქციის ორმა მონაწილემ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, 14-ის სასამართლო პროცესი კი, დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ დაკავებული პირები „ყვარლის ტბაზე“ რუსულ ქორწილს აპროტესტებდნენ. ზოგიერთმა მათგანმა, სასტუმროს ტერიტორიაზე შემსვლელ ტრანსპორტს კვერცხები ესროლა.

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც თანასოფლელი სანადირო თფით მოკლა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული, გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, თანასოფლელი – 1991 წელს დაბადებულ თ.მ. სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ყ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მეტი...

დიანა ღურწკაიას მეუღლე, რუსი პოლიტიკოსი თვითმფრინავში გარდაიცვალა  

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას მეუღლე პიოტრ კუჩერენკო გარდაიცვალა. რუ­სე­თის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, კუ­ჩე­რენ­კო 46 წლის იყო.  ის თვითმფრინავში გახდა შეუძლოდ, რის შემდეგაც თვითმფრინავი დაუგეგმავად სხვა ქალაქში დასვეს, თუმცა, მცდელობა დაგვიანებული აღმოჩნდა. რუსი პოლიტიკოსი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად მგზავრობდა.

მეტი...

კახეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გურჯაანში მკვლელობა მოხდა. მოკლულია დაახლოებთ 35 წლამდე მამაკაცი. მას სანადირო თოფიდან ესროლეს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მკვლელობა სოფელ ვაზისუბანში, მინდვრებში მოხდა.

მეტი...

ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე 31 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ლ.ლ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ბათუმის ერთ-ერთ სილამაზის სალონში დასაქმებას დაჰპირდა ტაილანდის რესპუბლიკის მოქალაქეებს – 1987 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს, 1985 წელს დაბადებულ ტ.ჯ.-ს და 1984 წელს დაბადებულ პ.ს.-ს, რომლებიც აღნიშნული მიზნით საქართველოში ჩამოვიდნენ. ლ.ლ.-მ ისინი მოტყუებით წაიყვანა ქალაქ ზესტაფონში, თავის დროებით სარგებლობაში არსებულ სახლში, ჩამოართვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კლიენტებისთვის სექსუალური მომსახურების…

მეტი...

ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ პოლიციის უფროსს ფიზიკურად დაუპირისპირდა

იზოლატორიდან გათავისუფლებული ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სასამართლოსთან არ ითანამშრომლებს, არც პროცესზე მივა და არც ჯარიმის გადახდას აპირებს. „მე ვიცი რას მედავებიან. მე ღიად ვამბობდი და ყველგან ვიტყვი ამას. დიახ, მე დავუპირისპირდი პოლიციის უფროსს ფიზიკურად, რომელიც ამას იმსახურებდა, იმიტომ, რომ მან იძალადა მოქალაქეებზე დ ის იცავდა ლავროვს. პრობლემა არ მაქვს არანაირი ვითომ სამართლებრივი პროცესის. ეს არ არის სამართლებრივი, ეს არის მოძალადე რუსი სახელმწიფო. დამალვა, გადამალვა, ადვოკატის არშემოშვება ეს ჩვეულებრივი რამაა. მე ზოგადად არ ვთანამშრომლობ სასამართლოსთან არც ერთ ეტაპზე. ეს არ არის სასამართლო, ეს არის სანქცირებული კლანის დაჯგუფება. როგორც სისტემა, ეს არის…

მეტი...

ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს, ის იზოლატორიდან უკვე გამოვიდა

როგორც ხოშტარია მედიასთან აცხადებს პოლიცია, რომელიც ასე იქცევა, ყოველთვის მიიღებს მსგავსი პასუხს. „ყვარელში რაც მოხდა, როგორც იქცეოდა პოლიცია, ამის შემდეგ, მე წავედი კახეთში პირდაპირ. ჩემს თვალწინ, მგონი პოლიციის უფროსი იყო, გამოყარა ადვოკატი შენობიდან, რის გამოც მე მას ფიზიკურად დავუპირისპირდი. პოლიცია, რომელიც იცავს ლავროვს, პოლიცია, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალქეებზე, პოლიცია, რომელსაც არ რცხვენია რომ ლავროვი ცეკვავდეს ჩვენთან, დიახ მიიღებს მსგავს პასუხს“ – აცხადებს ხოშტარიას. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია გუშინ კახეთში დააკავეს, მისი 24 საათიანი პატიმრობის ვადა დღეს ამოიწურა.

მეტი...

„იღებენ ფულს რუსი მდგმურებისგან, იღებენ რუსულ რუბლებს რუსეთის ბიუჯეტიდან“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ქმედებებს კახეთში „რუსული ქორწილის“ ჩაშლის  და აქციების გამო პროვოკატორებს უწოდებს და აცხადებს რომ ისინი თავად არიან დამოკიდებულები რუსულ ფულზე. „მათი მიზანი მარტივია. დღემდე ცდილობენ ესკალაციას, ქვეყანაში არეულობის შემოტანას და ურთიერთობების მაქსიმალურად დაძაბვას. საბოლოო მიზანი არის მეორე ფრონტი. მინდა, შეგახსენოთ, მათი მეგობრები, იგივე უკრაინიდან, სხვა მხრიდან პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, რომ საქართველოში გაგვეხსნა მეორე ფრონტი. თითოეული ეს პროვოკაცია, მათ შორის გუშინდელი, ემსახურებოდა იგივეს, არეულობის შემოტანა და მეორე ფრონტი. კრახით დასრულდა როგორც გუშინდელი, ასევე გუშინწინდელი აქცია და ამ კრახს ერთმანეთს აბრალებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერები. სინამდვილეში ამ კრახს აქვს…

მეტი...

„არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას“ – ელენე ხოშტარია

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია იზოლატორიდან განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ამ სისტემასთან თანამშრომლობას არ აპირებს. ხოშტარიას გზავნილს „დროა“ ავრცელებს. „დღეს დილით მოვიდა ციხის ადმინისტრაცია და მითხრა, რომ უნდა გავყვე პოლიციას, ცხადია, უარი განვაცხადე. ადვოკატს ისევ არაფერი შეატყობინეს, ბოლოს გავიტანე ჩემი. არსად გავყვები. არ ვაპირებ ამ მონურ სასამართლოზე მისვლას. ეს არ არის სასამართლო. ეს არის რუსული რეჟიმის მსახურთა დაჯგუფება. ამიტომ არც მე და არც ჩემი ადვოკატი არ ითანამშრომლებს ამ სისტემასთან. იზოლატორში ყოფნის არანაირი პრობლემა არ მაქვს. არა რუსულ რეჟიმს!”- აღნიშნულია გზავნილში. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია გუშინ თელავში…

მეტი...

თუ ელენე ხოშტარიას საპატიმრო ვადა გაუგრძელეს, ის სასამართლო პროცესზე მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ თელავში დააკავეს, სასამართლო პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დღეს მას არ გაათავისუფლებენ. როგორც ხოშტარიას ინტერესების დამცველმა, თეონა კილაძემ აღნიშნა, ელენე არ აპირებს სასამართლო პროცესზე მონაწილეობის მიღებას. „ელენემ უარი განაცხადა, რომ პოლიციის თანამშრომლებს გაჰყოლოდა თელავში, სადაც უნდა იყოს სასამართლო პროცესი, რადგან თელავში მოხდა დაკავება. ამ შემთხვევაში, ან უნდა მოხდეს 24-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ მისი გათავისუფლება ავჭალის იზოლატორიდან, ან პოლიციამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს კიდევ 24 საათით ადმინისტრაციული დაკავების ვადა.  რა გადაწყვეტილებას მიიღებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენთვის…

მეტი...

დაკავებული ელენე ხოშტარია იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ შეხვდა

პარლამენტის ყოფილი წევრი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც გუშინ თელავში დააკავეს, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს. როგორც ომბუდსმენი ლევან იოსელიანი აცხადებს, მისი აპარატი ყველა დაკავებულის მდგომარეობას შეისწავლის. „სახალხო დამცველის წარმომადგენლები ჩართულები არიან ამ პროცესში, ჩემი ინფორმაციით. 17-მდე ადამიანია დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ. ხოშტარიამ უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ჩვენ ჩვენი უფლებების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ამ პროცესზე ჩვენ მონიტორინგი გავაკეთოთ“, – განაცხადა იოსელიანმა მედიასთან.

მეტი...

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები“ – კახა კალაძე ყვარელში განვითარებულ მოვლენებზე

  თბილისის მერის განცხადებით, ის, რაც ყვარელში მოხდა, სპეკულაციაა და სხვა არაფერი. მისი თქმით, ქვეყანაში ვინ შემოვა მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია „ოკუპაციის კანონი“ არ იყოს დარღვეული. „ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, ესენი არიან ფარისევლები, საერთოდ არანაირი დემოკრატია, ქვეყნის არავითარი სიყვარული, უბრალოდ, ძალიან დიდი დაშორებაა ამ ადამიანებსა და ზოგადად, დემოკრატიულ ღირებულებებს შორის. ესენი გახლავთ ადამიანები, ვინც ქვეყანას გარკვეული წლების განმავლობაში მართავდნენ, ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების განცხადებები 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც ღიად მოუწოდებდნენ რუსებს ჩამოსულიყვნენ, საქართველოში ემოგზაურათ, ბიზნესი ეკეთებინათ. ასევე, გვახსოვს ოფიციალური წერილები ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც იწვევდნენ რუსებს საქართველოში ჩამოსასვლელად.…

მეტი...

„არ ვიცი ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი“ – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში ლავროვის ოჯახი შემოვა თუ სხვა ვინმე მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია „ოკუპაციის კანონი“ არ იოს დარღვეული. აღნიშნული კომენტარი კალაძემ „ყვარლის ტბასთან“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ე.წ. რუსული ქორწილი იმართებოდა. „არ ვიცი, ლავროვის სიძე იყო თუ სხვა ადამიანი. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ერთი რამ, ამ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა დარღვეული “ოკუპაციის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, თუ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ აღნიშნული კანონი დარღვეული, მათ სრული უფლება ჰქონდათ შემოსულიყვნენ საქართველოში”, – განაცხადა კალაძემ მედიასთან.

მეტი...

,,ფადი ასლი არის უსამშობლო ადამიანი, მისი აზროვნება კი – მონური”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურება მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ ორი არჩევანია – ან საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ორი ოკუპირებული რეგიონის გარეშე, ან დაიბრუნოს ეს ორი რეგიონი და უარი თქვას სტატუსზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის მონური აზროვნება. „ეს არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, მე არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ. გვიყვარს ჩვენი…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილის და ელენე ხოშტარიას მსგავსი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“- კობახიძე

,,როდესაც თვითონ პრეზიდენტი აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როდესაც ქორწილის მეორე დღის ჩაშლას აფასებს ვითომ ხალხის გამარჯვებად, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის და ელენე ხოშტარიას მსგავსი ბნელებისთვის დაწერა ვაჟა-ფშაველამ მე-19 საუკუნეში „სტუმარ-მასპინძელი“. ,,ქორწილის ჩაშლა, მით უმეტეს იმ ადამიანის ქორწილის ჩაშლა რომელსაც არც დანაშაული აქვს კონკრეტული რაიმეში ჩადენილი და არც არაფერი, საქართველოში არის უბრალოდ ჩვენ კულტურასთან შეუთავსებელი მოვლენა. თავის დროზე იცით „სტუმარ-მასპინძელი“ ვაჟა ფშაველამ დაწერე მე-19 საუკუნეში მაშინ ზოგადად მსოფლიოში შედარებით ნაკლებად ცივილიზებული იყო საზოგადოება და მათ…

მეტი...

,,ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ”- ირაკლი კობახიძე

,,ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ,”- ასე ეხმაურება  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. მისი თქმით, პრეზიდენტი თვითონ აქეზებს ქსენოფობიურ კამპანიას, როცა ქორწილის მეორე დღის ჩაშლას ხალხის გამარჯვებად აფასებს. ,,ვინ ეკითხება სალომე ზურაბიშვილს, მე რაზე ვისაუბრებ. მან თავის უფლებამოსილებებს მიხედოს, ჯობია. მე მისი გუშინდელი განცხადება მინდა გავიხსენო ქორწილთან დაკავშირებით, მან თქვა, რომ ქორწილის მეორე დღე ჩაიშალა და ესაა ქართველი ხალხის ერთგვარი გამარჯვებაო. ჯერ ერთი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით, როცა საქმე ეხება ნებისმიერ თემას, ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველოში ხალხმა პოლიტიკის განსაზღვრის ლეგიტიმაცია…

მეტი...

,,საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, მთავარი კრიტერიუმი არის, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა არ დარღვევა”- კობახიძე ლავროვაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილის ეკატერინა ლავროვას შემოსვლას ეხმაურება. მისი თქმით, თუ ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული არა არის, საბაჟო სამსახურს საფუძველი არ ჰქონდა, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა საქართველოში. ,,როგორც მოგეხსენებათ, საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს სანქციები დაწესებული რუსეთის ფედერაციისთვის, ამის მიზეზები არაერთხელ განიმარტა. არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, მთავარი კრიტერიუმი არის, რა თქმა უნდა, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა არ დარღვევა. ამ შემთხვევაში თუ არ დარღვეულა ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს საფუძველი არ ჰქონდა იმისათვის, რომ კონკრეტული…

მეტი...

,,ჩემთვის, სრულიად გასაგებია ის, რაც მოხდა გუშინ ქორწილის თუ შეკრების ირგვლივ”- იოსელიანი რუსულ ქორწილზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სერგეი ლავროვის გარემოცვის მიერ, საქართველოში გამართული ქორწილის გარშემო განვითარებულ პროტესტს ეხმიანება. ობმდუსმენის თქმით, მისთვის სრულიად გასაგებია  მოქალაქეების მიერ იყო გამოთქმული პროტესტი. „როდესაც შენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ასეთი ვიზიტები, განსაკუთრებით, როდესაც მაღალი თამამდებობის პირების შვილები ჩამოდიან, სენსიტიურობით აღიქმება. სრულიად გასაგები არის იმ ადამიანების აღშფოთება, რომელიც მივიდნენ და პროტესტი გამოხატეს“, – განაცხადა იოსელიანმა.

მეტი...

,,მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს, რათა რუსეთს აიძულოს ეტაპობრივად აღადგინოს მშვიდობა”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს, რათა რუსეთს აიძულოს ეტაპობრივად აღადგინოს მშვიდობა. მისივე თქმით, სანამ დამპყრობლები უკრაინის მიწაზე რჩებიან, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ დაჯდება. ,,ჩვენი სამყარო უზარმაზარია, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ჩვენი საერთო მიზანია – მშვიდობა. უკრაინამ მსოფლიოს თავისი მშვიდობის ფორმულა შესთავაზა. მანამ, სანამ დამპყრობლები ჩვენს მიწაზე რჩებიან, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდასთან არავინ დაჯდება. კოლონიზატორი უნდა წავიდეს და მსოფლიოს საკმარისი ძალა აქვს, რათა რუსეთს აიძულოს ეტაპობრივად აღადგინოს მშვიდობა. ჩვენ შევიმუშავეთ მშვიდობის ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს გაეროს რეზოლუციის თითოეულ პუნქტს და რომელშიც ყველას შეუძლია წვლილის შეტანა.  იაპონიიდან არაბულ ქვეყნებამდე, ევროპიდან…

მეტი...

,,ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყვარელში დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული”- სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ყვარელში, ანტირუსულ აქციაზე დაკავებულ მოქალაქეები  ომბუდსმენის წარმომადგენლებმა მოინახულეს. მისივე თქმით, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. ,,სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პირველივე წუთიდან ჩართულები არიან ამ პროცესში. ჩემი ინფორმაციით, 17-მდე ადამიანია დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ, მათ შორის, ელენე ხოშტარიასთან იყო ჩვენი წარმომადგენელი მისული, მაგრამ მან უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული და მონიტორინგი გავუწიოთ ამ პროცესს,” – განაცხადა ომბუდსმენმა.    

მეტი...

,,გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის გამორჩეული თარიღი – 26 მაისი, მინდა წინასწარ მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე”- ილია მეორე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს წერილი ვრცელდება. წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „გვიახლოვდება ყველა ქართველისათვის და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გამორჩეული თარიღი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე – 26 მაისი, ეს მოვლენა 1918 წელს მოხდა და მას ერთი წლით უსწრებდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება. ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტით საქართველომ 100 წელზე მეტი ხნის წინ გაუქმებული ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სუვერენიტეტი დაიბრუნა და დამოუკიდებელი, თვითმმართველი სახელმწიფო გახდა. ეს იყო ჟამი საერთო-სახალხო დიდი სიხარულისა და ზეიმისა, რომელსაც ჩვენც ამ გრძნობით აღვნიშნავთ, მაგრამ დღეს გვინდა, გავიხსენოთ სხვა მოვლენებიც.…

მეტი...

„უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“ – რიში სუნაკი

„უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“-  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულში ბრიტანეთი უკრაინელი მფრინავების წვრთნებს დაიწყებს. ,,დიდი ბრიტანეთი ზაფხულში უკრაინელი მფრინავების F-16 ავიაგამანადგურებლების მართვაში წვრთნებს დაიწყებს, რითაც ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გრძელვადიან პერსპექტივაში გაძლიერებას. უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა. უკრაინამ არა მხოლოდ ომი უნდა მოიგოს, არამედ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა”, – განაცხადა სუნაკმა  ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში, დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში  აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. თებერვალში ბაიდენის კიევში ვიზიტის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. ,,აშშ აგრძელებს გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა გააძლიეროს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობა”, – განაცხადა ბაიდენმა. ბაიდენმა უკრაინის უსაფრთხოების ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა. უსაფრთხოების დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც 375 მილიონი დოლარის ღირებულებისაა, მოიცავს საბრძოლო მასალას, არტილერიას და მანქანებს, თქვა ბაიდენმა. ,,რასაც თქვენ მიაღწიეთ, მთელი მსოფლიოს ეხება და ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმით, რაც თქვენ აქამდე გააკეთეთ. G7-თან ერთად ჩვენ უკრაინის მხარში ვდგავართ და გპირდებით, რომ არსად მივდივართ”,…

მეტი...

,,საქართველოს პოლიცია, თქვენ საქართველოს უნდა ემსახურებოდეთ და არა რუსეთს”- ადამ კინზინგერი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ყვარლის ტბასთან გამართულ ანტირუსულ აქციას ეხმიანება. კინზინგერი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” ვიდეო აზიარებს, სადაც  ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია პროტესტის მონაწილეებს. ,,საქართველოს პოლიცია, თქვენ საქართველოს უნდა ემსახურებოდეთ და არა რუსეთს”- წერს კინზინგერი.

მეტი...

,,მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს”- დანილოვი

,,მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს,” – ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი “ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, საქართველო წარსულში დატოვებს იმ ბნელ დროს, რომელიც ახლა მას ჩრდილოეთის საზიზღარი ჭაობებიდან ადევს. ,,საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და წარსულში დატოვებს იმ ბნელ დროს, რომელიც ახლა მას ჩრდილოეთის საზიზღარი ჭაობებიდან ადევს. უკრაინელები თქვენს გვერდით იქნებიან თავისუფლების ამ ბრძოლაში – მონების წინააღმდეგ. მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს, მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას და ვიცით, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, ტერიტორიულად მთლიანი და სუვერენული! მოდით, ერთად…

მეტი...

ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი დღეს შედგება

პარლამენტის ყოფილი წევრი, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ავჭალის დროებითო მოთავსების იზოლატორში იმყოფება. წუხელ მასთან  სახალხო დამცველის წარმომადგენელიც შევიდა. ხოშტარია თელავში დააკავეს. მისი დაკავება აშინ მოხდა, როცა ყვარელში, რუსული ქორწილის გასაპროტესტებლად შეკრებილი, დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა. ხოშტარიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.  

მეტი...

რუსეთის მიმართ სანქციების ახალი პაკეტი მსოფლიოში 90-ზე მეტ კომპანიას შეეხება

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ მე-11 პაკეტს აამოქმედებს. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელი განმარტავს, ის მხოლოდ რუსეთს არ შეეხება და მსოფლიოში 90-ზე მეტ კომპანიას მოიცავს. ურსულა ფონ დერ ლაიენის გაცხადებით, საუბარია უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებიან. „სერიოზულად ვაპირებთ სანქციების გვერდის ავლის აღკვეთას. ამიტომ მე-11 პაკეტში ჩავრთეთ 90-ზე მეტი კომპანია მთელს მსოფლიოში, გვაქვს მკაფიო მტკიცებულებები, რომ ისინი სანქციებს არღვევენ, ანუ ევროკავშირიდან პირდაპირ აწვდიან რუსეთს სანქცირებულ საქონელს მესამე ქვეყნების გავლით,“ – განმარტავს ევროკიმისიის პრეზიდენტი.  

მეტი...

„რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს“ – უკრაინული მხარე  

საქართველო-რუსეთის დაახლოებასთან, პირდაპირი ფრენების აღდგნასთან. რუსეთის მხრიდიან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი სოციალურ ქსელში წერს. „უკრაინელები ყოველთვის თქვენს გვერდით იქნებიან თავისუფლებისთვის ბრძოლაში მონობის წინააღმდეგ. მტკივა, რომ ახლა რუსული სიბნელე ახშობს თავისუფალ საქართველოს, მაგრამ ჩვენ გავუზიარებთ ჩვენი ბრძოლის გამოცდილებას და ვიცით, რომ საქართველო იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, ტერიტორიულად გამთლიანებული და სუვერენული! მოდით, ერთად ვიყოთ!“, – აცხადებს დანილოვი.  

მეტი...