უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთის პარლამენტის სენატმა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა.
„მივესალმები საფრანგეთის სენატის ისტორიულ გადაწყვეტილებას 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიაროს. მადლობა ყველა სენატორს, რომელმაც ინიციატივა შეიტანა და მხარი დაუჭირა რეზოლუციას. მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისადმი და მილიონობით შიმშილით ნაწამები უკრაინელის მარადიული ხსოვნისადმი”, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.
ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრიც ეხმიანება და ფაქტს ისტორიულს უწოდებს.