“რუსეთს მოვუწოდებთ, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება” – ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია 

ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციაში რუსეთის ფედერაციის მიმართ მკვეთრი და მკაცრი ჩანაწერი დაფიქსორდა. ნატო-ს ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ და რუსეთს მოუწოდებენ, საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღონ. “რუსეთს მოვუწოდებთ, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის / ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ვგმობთ ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ამ რეგიონების მილიტარიზაციას, ასევე სხვა ქმედებებს, როგორიც არის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური საზღვრის მაგვარი შეფერხებების აგება ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ. ეს ნაბიჯები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, ეუთო-სა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების პრინციპებს. რუსეთს მოვუწოდებთ შეასრულოს…

მეტი...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაკავებულია 3 ადგილობრივი

ე.წ. საზღვრიდან ადგილობრივი მოსახლეობის დატაცება გრძელდება. ამჯერად ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ბრალდება ამჯერადაც ე.წ. საზღვრის გადაკვეთაა. დაკავებულები არიან: 38 წლის ედნარ მსხალაძე, 41 წლის ლეიმონა დვალიშვილი და 68 წლის მანსურ პეტრენდიშვილი. ისინი სოფელ დისევის და სოფელ არცევის მახლობლად დააკავეს. როგორც ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში აცხადებენ, ედნარ მსხალაძე ქართულ მხარეს საჯარიმო სანქციების გარეშე გადაეცა, დვალიშვილისა და პეტრენდიშვილის საქმეები კი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა ცხინვალის რაიონულ სასამართლოს გადასცა.

მეტი...