,,ხელისუფლებასთან მიმართებით რაიმე ნეგატიური განცხადების გაკეთების არავითარი მიზეზი არ არსებობს”- მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია და  ზემოქმედება არ მოუხდენია.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ცხადი და მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება დაშვებული.

„საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით რაიმე ნეგატიური განცხადების გაკეთების არავითარი მიზეზი არ არსებობს. გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია და ზემოქმედება არ მოუხდენია. ვინმეს თუ ვადანაშაულებთ, უნდა ვთქვათ, რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს, რათა ხელი შეეშალა რუსეთისთვის, ეს გადაწყვეტილება არ მიეღო. ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან უპასუხისმგებლოდ გაკეთებული განცხადებები ბევრ არასწორ ინფორმაციას უყრის თავს, მათ შორის, როდესაც აჟიოტაჟს ტეხენ და ინფორმაცია მცდარად ცირკულირებს. შემდეგ ეს იწვევს გარკვეულ გაუგებრობას. ზუსტად უნდა გავშიფროთ, რაც ითქვა. საქართველოს ხელისუფლებას ცხადი და მკაფიო პოზიცია აქვს გამოხატული, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება დაშვებული. წინასწარ შეშფოთების არავითარი ობიექტური მიზეზი არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლება როგორც ამ დრომდე ერთგულად იმყოფება პარტნიორულ ურთიერთობაში სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან, რომელთაც დაწესებული აქვთ სანქციები და მიერთებულია სანქციებთან, მაგრამ თავად არ აწესებს, ასევე ერთგულად გააგრძელებს მოქმედებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები