,,გამოიწვია ჩემი შვილი, მოდი აბა დამარტყი, შენ ქალაჩუნა ხარ, ვერ შეძლებო”- მკვლელობა გარდაბანში

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულს წინ მამა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა.

გარდაცვლილის ცოლი აცხადებს, რომ მისმა ქმარმა შვილი გამოიწვია.

,,გუშინ მოვიდა ნასვამი, რის შემდეგაც სრულიად უმიზეზოდ დაიწყო ჩხუბი, ფიზიკურ ანგარიშწორებაზე გადავიდა. არ დამშვიდდა, გამოიწვია ჩემი შვილი, მოდი აბა დამარტყი, შენ ქალაჩუნა ხარ, ვერ შეძლებო”, – აცხადებს მოკლულის ცოლი.

როგორც ირკვევა,  მკვლელობა 21 წლის კაცმა ცივი იარაღით ჩაიდინა და თავად ჩაბარდა პოლიციას.

მსგავსი თემები