„დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა“ – ხატია დეკანოიძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, პარლამენტის წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მის თანაგუნდელებს მოუწოდებს, დაასრულო ამ ადამიანით სპეკულირება.

„ადამიანურად ძალიან ვწუხვარ და მეცოდება მიხეილ სააკაშვილი. ის ადამიანები თუ გრძნობენ პასუხისმგებლობას, სიაში მოხვედრისა და გამორჩენის გამო რომ ჰკიოდნენ ტელევიზიებში – ჩამოდი, მეგობარო. ფიქცია, ოპოზიციის ბუტაფორია ხალხი. ახლაც აგრძელებენ ურცხვად. დაასრულეთ ამ ადამიანით სპეკულაციები. გეყოთ სინდისი და პასუხისმგებლობა. ცოდოა“, – აცხადებს დეკანოიძე.

მსგავსი თემები