ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა

ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ევროკომისიაში დაუდასტურეს.

,,დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს”, – განუცხადეს ნეტგაზეთს ევროკომისიაში.

დეივიდ ო’სალივანი უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად.

 

მსგავსი თემები