პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი პოზიტიურად აფასებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დათანხმებულიყო გადაუდებლად ყოფილი პრეზიდენტის უცხო ქვეყნის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას. მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილებით ახალი რეპუტაციული ზიანი არ მიადგა საქართველოს, მით უმეტეს, იმ დროს, როდესაც განიხილება საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ აუცილებელია, მომავალშიც უზრუნველყოფილი იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება“, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი უთხრა და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

მსგავსი თემები