„არც ერთი ვაქცინა 100%-ით არ იცავს, ინფიცირება ორჯერადი აცრის შემთხვევაშიც ხდება“ – რატომ უნდა ავიცრათ?!

„არავინ ამბობს, რომ რომელიმე ვაქცინა, თუნდაც „ფაიზერი“ დაცვის 100%-იან გარანტიას იძლევა“ – განუცხადა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

როგორც პედიატრი განმარტავს, ვაქცინა აუცილებელია, რომ შემთხვევა გართულებით და ლეტალობით არ დასრულდეს.

„შესაძლებელია თუ არა ორჯერადი ვაქცინაციის შემდეგ ადამიანს კორონავირუსი მაინც დაემართოს? რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენი მონაცემებით, 1000 ვაქცინირებულში 2 ადამიანია ისეთი, რომელსაც დაემართა კოროავირუსი გამეორებით, მიუხედავად ვაქცინაციისა. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაცია არ არის საჭირო და არ დგება ლეტალური შედეგი. სწორედ ეს არის ვაქცინაციის მთავარი ამოცანა. არავინ ამბობს, რომ რომელიმე ვაქცინა, თუნდაც „ფაიზერი“ 100%-ით დაიცავს ადამიანს ინფიცირებისგან. არც ერთი ვაქცინა არ იცავს 100%-ით მაგრამ ყველა ვაქცინა 100%-ით იცავს მძიმე შემთხვევისგან და ლეტალობისგან“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მსგავსი თემები