„ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა ნანგრევები და ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა”- მიხეილ სარჯველაძე

„ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები, ამ ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მიმდინარეობს პაექრობა ამ დაჯგუფებებს შორის,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიაში ახლა მტაცებლური დაპირისპირება მიმდინარეობს.

„ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებაში არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა იმ განცხადებებში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამოყენებულ მეტაფორას, რომელიც ბატონმა მელიამ გააკეთა. პარტიაში ახლა მიმდინარეობს მტაცებლური დაპირისპირება, ვინ მეტს წამოიღებს იმ პარტიიდან ან ვინ მეტს დაიტოვებს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის ელექტორატი, რომელიც მთლიანობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, ვინ მეტს გაინაწილებს ნარჩენების გზით, ეს არის მთელი ამოცანა. „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ნანგრევები. ამ ნანგრევებიდან ვინ რა მასალას დაისაკუთრებს, ამაზე მომდინარეობს პაექრობა ამ დაჯგუფებებს შორის. არც ის იყო მოულოდნელი და უცნაური, რომ დასახელდა სხვა გვარებიც კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მიღმა. ყველა ის პიროვნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა და ცუდად ასოცირდებოდა, ისინი არსად არ წასულან,”- განაცხადა სარჯველაძემ.

მსგავსი თემები