შესაძლოა, ომი ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვი არ გამორიცხავს, რომ წარმატებული კონტრშეტევის შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებულ ძალები შეძლებენ ომის დასრულება ზამთრის დაწყებამდე.

დანილოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხრიდან შესაძლოა, რამდენიმე კონტრშეტევა განხორციელდეს, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალების მიზანი უკრაინის ყველა ტერიტორიის გათავისუფლებაა.

„ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში. უფრო სწორად, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაფერის დროს. არც ადრე და არც გვიან, არამედ ზუსტად მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა დანილოვმა.

მსგავსი თემები