,,ე.წ. ტროიკა ისევ შეიკრა, როგორც ადრე მიაჩნდათ ქვეყანა თავიანთ საკუთრებად, დღესაც ასე ჰგონიათ „ნაციონალური მოძრაობა“- ბაჩო დოლიძე

ე.წ. ტროიკა ისევ შეიკრა. როგორც ადრე მიაჩნდათ ქვეყანა თავიანთ საკუთრებად და ამით ძალიან ბევრი კარგი საქმე დაიჩრდილა, დღესაც, ანალოგიურად, პარტია ჰგონიათ თავიანთი საკუთრება, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას.

მელიას განცხადების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

„ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, პარტია ან გათავისუფლდება ტვირთისგან და შეძლებს რეჟიმთან ბრძოლას, ან შეეწირება იმას, რომ სასურველი მეტოქე იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ამ კონფიგურაციით ბიძინასთვის. შესაბამისად, ჯერი ამომრჩეველზეა. იქნება ბრძოლა ცვლილებებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ამრჩეველთან ერთად მოგიწევს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა დოლიძემ.

,,ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი”- მელია

მსგავსი თემები