ზელენსკის ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებისთვის სიტყვით გამოსვლის თხოვნით არ მიუმართავს – უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის თხოვნით.

„The Times-ის ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებისთვის ფინალში ან კონკურსის ნებისმიერ სხვა ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინმიმართვის წინადადებით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის პრესსმდივანი.

ზელენსკის “ევროვიზიის” მაყურებლისადმი მიმართვაზე უარი უთხრეს

მსგავსი თემები