უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს დამატებითი სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისთვის დაწესებულ მორიგ სანქციებზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, სანქციებში ფიზიკური და იურიდიული პირები მოექცნენ.

„სანქციების მორიგი დღე გვაქვს. არის რამდენიმე სასანქციო პაკეტი. ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებებს. სანქციები დაუწესდა 13 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს, რომელთა საშუალებით რუსეთი ინარჩუნებდა კონტროლს უკრაინის მეტალურგიულ კომბინატ „ზაპოროჟსტალზე“. ვიწყებთ რუსული ნაწილის კონფისკაციის პროცედურას, ის იმუშავებს უკრაინისთვის და უკრაინელებისთვის“, – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

 

მსგავსი თემები