ზელენსკის “ევროვიზიის” მაყურებლისადმი მიმართვაზე უარი უთხრეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიეცა შესაძლებლობა ევროვიზიის  მაყურებლებისთვის, ვიდეოჩართვით მიემართა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წერს. გამოცემის ცნობით, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) უარი თქვა ზელენსკის ევროვიზიის აუდიტორიისადმი მიმართვაზე, იმის გამო, რომ ამან შესაძლოა სიმღერის კონკურსის პოლიტიზირება მოახდინოს. „ბატონ ზელენსკის თხოვნა ევროვიზიაზე აუდიტორიას მიმართოს, თუმცა ეს იყო კეთილი განზრახვით, სამწუხაროდ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელობამ ვერ დააკმაყოფილა, რადგან ეს ეწინააღმდეგება ღონისძიების წესებს. “- ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის პასუხში.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ნაკარნახევია გარედან და არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს”- სლუცკი

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლეონიდ სლუცკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გარედან არის ნაკარნახევი. ,,სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ნაკარნახევია გარედან და არ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობა გაცილებით გაწონასწორებულ პოზიციას იკავებს, რომელიც, პირველ რიგში, ეკონომიკურ პრიორიტეტებზეა დამყარებული”,- აცხადებს სლუცკი.

მეტი...

საქართველოს პროკურატურამ ​ტრანსნაციონალური დანაშაულები გახსნა

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გამოვლენილია დიდი ოდენობით თანხების თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირის მიმართ. ბრალდებულ ფიზიკურ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ფინანსურ ინსტიტუტში თანხის დაბანდებისას მაღალი საპროცენტო განაკვეთის მიღების მიზნით, ინტერნეტ-სივრცეში ყალბი რეკლამა განათავსეს და დაზარალებულებს – აშშ-ის მოქალაქეებს დიდი ოდენობით თანხები საქართველოში, მათ მიერვე დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. აღნიშნული გზით, ერთ-ერთი ბრალდებული და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები, დაზარალებულთა კუთვნილ დაახლოებით 1 820 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ. …

მეტი...

გარდაბანში შვილმა მამა მოკლა

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ”პრაიმტაიმი” ავრცელებს. მათივე ცნობით,  დანაშაულს წინ მამა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს”- ჯინ შაჰინი უვიზო რეჟიმზე

,,ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედება ქართველი ხალხის სურვილებს,” – ამის შესახებ სენატორი ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს. სენატორი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმიანება. ,,ქართველ ხალხს სურს მომავალი, რომელიც შეესაბამება დემოკრატიასა და ევროპას და არა ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელიც უკანონოდ შეიჭრა საქართველოში და აკონტროლებს მათი ქვეყნის 20%-ს. ქართველმა კანონმდებლებმა უნდა გადახედონ, ასახავს თუ არა ეს ქმედებები მათი მოქალაქეების სურვილებს”, – წერს შაჰინი.

მეტი...

ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში მოპასუხე კომპანიების რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ფარმაცევტულ ბაზარზე 4 კომპანიის მიმართულებით დაწყებულ საქმის შესწავლას კიდევ ერთი კომპანია დაემატა. კერძოდ, ონკოლოგიური მედიკამენტებთან დაკავშირებით მიმდინარე მოკვლევის ფარგლებში, დამატებით გამოვლენილი და სააგენტოს მიერ შესწავლილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შპს “ეს კა იმპექსის” მოპასუხე მხარედ ჩართვა განხორციელდა. შესაბამისად, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-6 და მე-7 მუხლების (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების აკრძალვა) შესაძლო დარღვევის ფაქტებთან  დაკავშირებით, სააგენტო  ბაზრის მოკვლევას 5 ეკონომიკური აგენტის მიმართ  – სს „გეფას“, პს „ავერსიფარმა“, შპს „პსპ ფარმას“, შპს „მერმისს“ და შპს შპს “ეს კა იმპექსი” აწარმოებს ინფორმაციისთვის: საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2023…

მეტი...

,,ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია” – გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” ოპონენტების ფიზიკური ლიკვიდაცია აქვს დაგეგმილი. მისი თქმით, გეგმავენ პოლიტიკური კონსულტაციების დაწყებას. ,,მე ვარ მომხრე იმის, რომ რომ ჩავრთოთ ასე ვთქვათ კონკრეტული წამზომი, რაზე და როგორ, ამაზე ჩვენ გვექნება საუბარი ოპოზიციურ სპექტრში. “ქართულ ოცნებას” დაგეგმილი აქვს ფიზიკური ლიკვიდაცია საკუთარი ოპონენტების, მერწმუნეთ, ასე მოხდება. “მთავარი არხის” ეთერში ვსაუბრობთ, იყო თუ არა გაბუნიასთან მიმართებაში ფიზიკური ლიკვიდაცია დაგეგმილი, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებითაც იგივე მზადდებოდა. ეს რეჟიმი წამსვლელია ყველაფერზე, მას ყველაზე მეტად ეშინია ჩვენი ერთიანობის”, – განაცხადა ვაშაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი”- მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. ,,დღეს ეს პარტია თუ ვინმესია, ვინც სრულად ფლობს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს, არიან კეზერაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი. ეს სამი ადამიანი თავიდან ბოლომდე, თხემით ტერფამდეა ჩართული, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, პარტია იმართება არაფორმალურად. „პარტიამ დაკარგა სოლიდურობა, პერსპექტივა, ზრდის პოტენციალი. პარტია ემსგავსება „ქართულ ოცნებას“ იმ მოდელით, რომელიც მათ აქვთ აპრობირებული. ეს არის კლანური მმართველობა, კაპიტალით მმართველობა, ფინანსური სახსრებით მმართველობა. ეს არ არის ის, რის წინააღმეგაც იბრძოდა და…

მეტი...

,,ჰუმანიტარული ბუნების გადაწყვეტილება”- პესკოვი უვიზო რეჟიმზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის და პირდაპირ ფრენებზე აკრძალვის გაუქმების ეხმიანება. პესკოვი გადაწყვეტილებას ჰუმანიტარულს უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება მიმართვებს ორივე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, დიდი ხნის განმავლობაში იღებდა. ,,გუშინ განსხვავებული რეაქცია იყო თბილისიდან. იყო უარყოფითიც, იყო თავშეკავებულიც. მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საუბარია ჰუმანიტარული ბუნების გადაწყვეტილებაზე. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება იღებდა მიმართვებს ორივე ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან და ორივე ქვეყნის მეწარმეების, საზოგადოებრივი ასოციაციების, სამეცნიერო წრეების, კულტურული ფიგურების მხრიდან, ვინც ითხოვდნენ ამ გადაწყვეტილებების მიღებას და ამ ჰუმანიტარულ მოსაზრებებზე დაყრდნობით გაკეთდა ეს,”-…

მეტი...

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს – ვედანტ პატელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ვედანტ პატელის განცხადებით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიების დასანქცირება გამოიწვიოს. მისი თქმით, მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან და ახლა არც ერთი ქვეყნისთვის არ არის იმის დრო, რომ გაზარდოს საქმიანობა რუსეთთან. „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევშფოთდებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი.…

მეტი...