60,000 მიგრანტი მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას ელოდება  – აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის წესებს ამკაცრებს

დაახლოებით 60,000 მიგრანტი ელოდება  მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას, რადგან  პარასკევს, 11 მაისს ვადა ამოეწურა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სასაზღვრო პოლიტიკას.

სასაზღვრო პატრულის უფროსი აცხადებს, რომ ემზადებიან ათიათასობით მიგრანტის ნაკადისთვის, რომლებიც ამჟამად აშშ-მექსიკის საზღვრის მექსიკის მხარეს არიან და ცდილობენ შტატებში გადასვლას.

”ჩვენს მიერ დაპროექტებული 60,000-ზე მეტი მიგრანტი დგას უშუალო სასაზღვრო ზონაში და მის გარშემო. ასე რომ, ჩვენ ორიენტირებული ვართ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვყოთ რესურსები ამ ნაკადების მოსაგვარებლად.”- განაცხადა სასაზღვრო პატრულის უფროსმა.

Title 42 – ხელისუფლებას უფლებას აძლევდა გაეძევებინათ ქვეყანაში უკანონოდ შემოსული ადამიანები უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ხდებოდა მანამდე.

პრეზიდენ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გაართულა მიგრანტებისთვის თავშესაფრის კვალიფიკაცია Title 42-ის შემდეგ. პარასკევს განხორციელებული წესის თანახმად, მიგრანტები, რომლებიც გადაკვეთენ სამხრეთ საზღვარს ნებართვის გარეშე, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, თუ ისინი არ ითხოვდნენ დაცვას სხვა ქვეყანაში, როგორიცაა მექსიკა, აშშ-ში მიმავალ გზაზე.

მსგავსი თემები