„ნაცმოძრაობას“ ისეთი დნმ აქვს, აუცილებლად გადარჩება, არ ინერვიულოთ“- პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ნიკა მელიას დიდ პატივს სცემს, მაგრამ არ მოსწონს განცხადებები, რასაც ახლა აკეთებს.

,,ნიკა მელია ხაბეიშვილთან ურთიერთობას ჩვენი ჩარევის გარეშე გაარკვევს. დალოცვილია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობა კი არა, მთელი ევროპა ლაპარაკობს, რომ მთავარი არაფორმალური მმართველი, ოლიგარქი გყავთ ბიძინა ივანიშვილიო. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორმე გაარკვევს მმართველობის ფორმა ფორმალური ჰქონდეს თუ – არაფორმალური. ქვეყანას მივხედოთ. ცუდია, არაფორმალური მმართველობა თუ არის. ლევან ხაბეიშვილს რომ ვხედავ, რასაც ვეუბნები, იქვე წყვეტს, გადაწყვეტილებებს იქვე იღებს და მართლა არ მინახავს, ვინმესთვის დაერეკა. ღარიბაშვილი რომ არაფრის გადამწყვეტი არ არის ქვეყანაში, ძალიან კარგად ვიცი. ღარიბაშვილს არავინ არაფერს ეკითხება. დარჩა იმად, რაც იყო, ბერას ძიძად. „ნაცმოძრაობას“ ისეთი დნმ აქვს, აუცილებლად გადარჩება, არ ინერვიულოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

 

 

 

,,ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი”- მელია

 

 

 

მსგავსი თემები