„პირად თუ კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი მაქვს“ – ნიკოლოზ ბასილაშვილი

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. როგორც ბასილაშვილი წერს, ურთულესი პერიოდი აქვს, როგორც პირად ისევე კარიერულ დონეზე.

„ბოლო 3-4 წელია, პირად, თუ კარიერულ დონეზე, ურთულესი პერიოდი მაქვს. მაწუხებს იდაყვის ტრავმა, რომლის გამოც მთელი ეს პერიოდი ტკივილის ფონზე ვთამაშობდი და საკუთარი შესაძლებლობების 50%-ს ვავლენ, ვკარგავ თავდაჯერებასა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას. არ ვნებდები – ვაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და მჯერა, რომ ვიპოვი გამოსავალს“, – წერს ბასილაშვილი.

მსგავსი თემები