„მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის – ლევან ხაბეიშვილის განცხადებით პარტიის  ყოფილმა თავმჯდომარე მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან.“

„ბიძინა ივანიშვილისა და რუსული ოცნების ოცნებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაჩერდეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოფისები არ გახსნას, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ იაქტიუროს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატია არ იყოს, და ზოგადად, საქართველოში რუსული პარტიის ოცნებაა, გაჩერდეს „ნაციონალური მოძრაობა. წარმოუდგენელია შიდა დემოკრატიული არჩევნები აზიანებდეს პარტიას და თურმე ჭორაობა და პარტიის ლანძღვა-გინება აძლიერებს. ჩემი აზრით, გუშინდელი ეთერის შემდეგ, მელიამ თავად დატოვა ყველა სივრცე, რაც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას.“ თავად გავიდა აბსოლუტურად ყველაფრიდან“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები