სენატორები პრემიერს მიმართავენ და ე.წ. გამჭვირვალობის კანონის გაწვევას ითხოვენ

14 სენატორი საქართველოს პრემიერ მინისტრს წერილს უგზავნის. ამერიკის ხმის ინფორმაციით, თუ „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ პარლამენტიდან გაწვევა არ მოხდება,

ისინი იძულებულნი გახდებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

წერილზე ხელის მომწერი სენატორები არიან: ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, ი ბენ კარდინი,  ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, რიჩარდ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, ტომ ტილისი, ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ უაითჰაუსი და მარტინ ჰაინრიხი.

„კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა“ – აღნიშნულია წერილში.

სენატორები არ გამორიცხავენ  ინდივიდუალური სანქციების დაწესებასა და დაფინანსების შეწყვეტას.

„თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება“,- აღნიშნულია სენატორების წერილში.

 

 

 

მსგავსი თემები