ბაღდათში, სკოლის დირექტორის ქმარმა მანქანას, რომელშიც ბავშვი იმყოფებოდა, ქვები ესროლა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში, სკოლის დირექტორის ქმარმა ავტომობილს, რომლითაც ოჯახი გადაადგილდებოდა ქვები ესროლა.  ინციდენტის დროს მანქანაში ქალი და ბავშვი იმყოფებოდნენ.

დაზარალებული გოგიტა სანიკიძე აცხადებს, რომ სკოლის დირექტორის ქმარმა,  მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მანქანას ქვები ესროლა. მისივე თქმით, მომხდარს წინ დიდი ხნის კონფლიქტი უძღოდა.

,,ჩემი შვილი დააბულინგა მისმა მეუღლემ [სკოლის დირექტორმა]. რატომღაც ისე ხდება, რომ ყველაფრის უფლება აქვთ. პოლიციას უნდა ვკითხო – მკვლელობა უნდა მოხდეს, რომ რაიმე ზომები მიიღონ?! ჩემი ცოლისთვის და შვილისთვის უსაფრთხოებას ვითხოვ”, – განუცხადა გოგიტა სანიკიძემ ”ფორმულას”.

მსგავსი თემები