,,ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს”- გია ვოლსკი

,,ევროკავშირს შესაძლოა გარკვეული კონიუნქტურიდან საჭიროება ჰქონდეს, საქართველოს წინსვლა შეაფერხოს,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ”სანქციის დაწესება მას მერე, რაც რუსეთმა სანქცია მოგვიხსნა, ეს არის საკუთარ თავზე ისეთი ზიანის მიყენება, რომელსაც საზოგადოება არ გაპატიებს”.

,,ამ შემთხვევაში გონიერება მართებს ევროკავშირსაც. როგორ არის, იცით? ევროკავშირს, შესაძლოა, ამის საჭიროება ჰქონდეს კონიუნქტურიდან გამომდინარე, რომ საქართველოს წინსვლა შეაფერხოს გარკვეული მოსაზრებებით. ამასთან დაკავშირებით ის მიზეზი მოიყვანოს, რომ იმან (რუსეთმა) სანქცია მოუხსნა ქართველებს და ამით საშუალება მისცა ჩვენს თანამემამულეებს, რომ იმოძრაონ გაცილებით უფრო ნაკლები ხარჯებით და თავის ადამიანური უფლებების რეალიზაცია მოახდინონ, ეს იქნება უსამართლობა. ჩვენ არ შეიძლება ევროკავშირისგან უსამართლობის მოლოდინში ისეთი რამეები ვაკეთოთ, რაც საკუთარ თავს ზიანს მოუტანს. თვითდაზიანებას ხომ ვერ მივიყენებთ, არა?”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები