,,სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა”- ლევან მურუსიძე

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა.

,,რა არის იცით, უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? კორუმპირებულიაო იძახიან ხოლმე ბევრ ისეთ თანამდებობის პირზე თვითონ აშშ-ში და ბევრი ლაპარაკობს… ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია? ყველაფერს ხომ დამტკიცება უნდა. ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო  სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს.

მსგავსი თემები