თუ იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილი  იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში – რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების შესაბამისი დასკვნა, თუ იქნება მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, სააკაშვილი გადაყვანილი იყოს ან სხვა კლინიკაში, ან პენიტენციურ დაწესებულებაში.

„ადამიანის ჯანმრთელობას როდესაც ეხება საკითხი, ყოველთვის ვმოქმედებთ სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაცია თუ იქნება, რომ უკვე შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი. ამჟამად იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, გადაყვანილი იყოს ან სხვა კლინიკაში, ან პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის განაგრძობს მკურნალობას კლინიკა ვივამედში “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მსგავსი თემები