უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, მიმდინარე კვირაში უკრაინის ძალებს ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაუკარგავთ.
მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის მიმართულებით 2 კილომეტრით წინ წავიდნენ.
,,მტერმა ვერ შეასრულა თავისი გეგმები, მტერმა განიცადა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი, ჩვენმა დამცველები ბახმუტის მიმართულებით 2 კმ წინ წავიდნენ, ამ კვირაში ბახმუტში არც ერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს”, – წერს მალიარი.