პატრიარქმა არქიმანდრიტები და მშენებლები დააჯილდოვა

საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენეკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოს სიგელით დააჯილდოვა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტორები და მშენებლები.

 

მსგავსი თემები