რუსეთში სასამართლომ პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ქალს, რომელმაც პუტინის მშობლების საფლავზე ჩანაწერი დატოვა

პეტერბურგში სასამართლომ ქალს, რომელმაც ჩანაწერი დატოვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მშობლების საფლავზე, ორწლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო მიცვალებულთა ცხედრებისა და მათი დაკრძალვის ადგილების შეურაცხყოფის მუხლით, პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე.

სასამართლოების პრესსამსახურის ცნობით, 2022 წლის 6 ოქტომბერს ციბანევამ დატოვა ჩანაწერი შეურაცხმყოფელი წარწერით რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მისამართით სერაფიმოვსკის სასაფლაოზე პუტინის მშობლების სამარხთან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალმა „ჩაიდინა საზოგადოებაში მიღებული ნორმების საწინააღმდეგო ცინიკური უზნეო ქმედებები“, რითაც შებილწა სამარხი.

ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა დანაშაული. მისი თქმით, ის არ უარყოფს, რომ ეს გააკეთა, მაგრამ არ ეთანხმება, რომ ამისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

მსგავსი თემები