„ცუდს ვერაფერს ვხედავთ“ – იუსტიციის მინისტრი რუსეთთან პირდაპირ ფრენაზე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირ ფრენაში ცუდი არაფერია და პირიქით.

„ფრენები რუსულმა მხარემ აღადგინა, როგორც მოგეხსენებათ ეს რუსული მხარის გადაწყვეტილება იყო, რომ ფრენები საქართველოში არ ყოფილიყო, ეს მათი გადაწყვეტილება არის. რაც შეეხება ჩვენ პოზიციას, საქართველოს კონსტიტუციითაც კი, რომელშიც 2017 წელს გარკვეული ცვლილებები მიღებული იყო და დღეს პირველად ისტორიაში ტერმინი დიასპორა გაჩნდა და საუბარია, რომ სახელმწიფომ ქართული დიასპორის სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებას ხელი უნდა შეუწყოს. მათ შორის, რუსეთში ცხოვრობს ჩვენი ძალიან ბევრი მოქალაქე და თუ კი ამ ადამიანებს იმის შესაძლებლობა ექნებათ, რომ დრო და ფინანსები დაზოგონ, იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და წავიდნენ, ამაში ნამდვილად ცუდს ვერაფერს ვხედავთ“ – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები