,,რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა რაღაც ემოციური გადაწყვეტილება მიიღო”- ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენას ეხმიანება. მისი თქმით,  რუსეთს თავისი ინტერესები აქვს.

,,რუსეთსაც თავისი ინტერესები აქვს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა პრაგმატიზმს უღალატა და რაღაც ემოციური გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არაფერი შეცვლილა. ჩვენი კურსი, ევროატლანტიკური მიმართულებით ჩვენი საკმაოდ დამაჯერებელი სვლა თვალნათელია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის კომენტარს ”ტვ პირველი” ავრცელებს.

მსგავსი თემები