აშშ უკრაინას ყველაზე მასშტაბურ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება –  ეს ის პაკეტია, რომელისაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის ამზადებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი –  ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს იქნება უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენა.

„მოხარული ვარ, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში  6 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი ვალდებულების შესახებ გამოვაცხადო. ეს საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის დამატებითი დახმარება ამერიკული თავდაცვითი მრეწველობისგან შევიძინოთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს  უკრაინის მიმართ აშშ-ის ურყევ ერთგულებას,” –  აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

 

მსგავსი თემები