,,უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ღამის თავდასხმების შესახებ”- უკრაინის პრეზიდენტის სპიკერი

უკრაინა არ ფლობს ინფორმაციას კრემლზე ღამის თავდასხმების შესახებ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის სპიკერმა  სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ და არა სხვისაზე თავდასხმისკენ.

„ჩვენ არ გვაქვს ინფორმაციას კრემლზე ე.წ. ღამის თავდასხმების შესახებ, თუმცა როგორც არაერთხელ განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ყველა არსებულ ძალასა და საშუალებას უკრაინა მიმართავს საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლებისკენ და არა სხვისაზე თავდასხმისკენ. ცალკე გაკვირვებას იწვევს ტერორისტი-სახელმწიფოს ფორმულირებები. ტერაქტი – ეს არის დნიპროში ან უმანში სახლის დანგრეული სადარბაზოები და მრავალი სხვა ტრაგედია. ხოლო ის, რაც მოხდა მოსკოვში, არის აშკარად 9 მაისის წინ სიტუაციის გამწვავება, მოსალოდნელი ხერხი ჩვენი მოწინააღმდეგებისგან“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა – კრემლი

მსგავსი თემები