უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდეს – ბორის ჯონსონი

უკრაინას უნდა მიეცეს ნატოში გაწევრიანების საშუალება – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

,,უკრაინას NATO-ში გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეს და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს მის ძალისხმევას ამ მიმართულებით”, – განაცხადა  ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

2022 წლის 30 სექტემბერს უკრაინამ, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ, ნატოში გაწევრიანებისთვის დაჩქარებული წესით მიმართა.

ცოტა ხნის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ყველა მოკავშირემ მიაღწია კონსენსუსს, რომ უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდეს, მაგრამ ამ დროისთვის აუცილებელია სამხედრო მხარდაჭერაზე ფოკუსირება.

მსგავსი თემები