“ბუნდოვანება მოიხსნება და გავალთ წინ” – ღარიბაშვილი სენატორების წერილზე

“არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 სენატორის წერილის საპასუხოდ. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საჭიროა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, რათა ის გაუგებრობები აღმოიფხვრას, რომელიც მათთან არსებობს.

“ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან და თუ რაიმე ბუნდოვანება და გაუგებრობაა, ეს უნდა იყოს განხილული დახურულ კარს მიღმა. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, ალბათ, არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი და კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან. უნდა დავარწმუნოთ ამერიკელი და ევროპელი მეგობრები, რომ აქ რაიმე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს და არ არის გამიზნული, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროინტეგრაციას და დემოკრატიის გზას, როგორი განცხადებებიც გაკეთდა, რომელიც საფუძველმოკლებულია.”, – განაცახდა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები