„პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ“ – ჯეიმს აპატურაი

„ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა“ – აცხადებს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჯეიმს აპატურაი.

მისი შეფასებით საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ ბევრი პროექტი გზაშია, თუმცა, გამოწვევა და სამუშაო, დემოკრატიის კუთხით, ბევრია.

„ვიცი, რომ მნიშვნელოვანი პროექტები გზაშია, რომელიც გაზრდის საქართველოს ტრანზიტულ როლს ენერგო და ციფრულ მიმართულებებში შავი ზღვის გავლით. გვინდა, ერთად ვიმუშაოთ შავი ზღვის ქვეშ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის, რომელიც რისკის ქვეშაა.

შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ ასევე შეშფოთებული ვართ, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას. გასულ კვირას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრისასაც გამოხატა კმაყოფილება, რომ ძალიან კონტროვერსული კანონი გაწვეული იქნა. ბევრი ძველი მეგობარი ვნახე, რომელთაც მითხრეს, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება ბევრი წელია და ცოტათი იმედგაცრუებული ვარ, რომ ამ მხრივ ვითარება არ გაუმჯობესებულა“ – აღნიშნა აპატურაიმ.

 

მსგავსი თემები