ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინში ჩავა – მედია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ბერლინის პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა POLITICO-ს განუცხადა, რომ ზელენსკი  გერმანიის დედაქალაქში კანცლერ ოლაფ შოლცის მიწვევით ჩავა.

ოლაფ შოლცისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური შეხვედრა 14 მაისს არის დაგეგმილი. მოლაპარაკებების შემდეგ ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ.

მსგავსი თემები