მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა

მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვება აიკრძალა – ამის შესახებ  დედაქალაქის მერმა სერგეი სობიანინმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.

მისი თქმით, აკრძალვის მიზანია დრონების უკანონო გამოყენების პრევენცია, რამაც “შესაძლოა გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა”.

„ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შემოგვეღო აკრძალვა ქალაქ მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებაზე, გარდა იმ უპილოტო საფრენი აპარატებისა, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით“, – წერს მოსკოვის მერი.

მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატის უნებართვო გაშვება ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

 

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა – კრემლი

მსგავსი თემები