რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ყირიმში უკრაინულ დაზვერვასთან დაკავშირებული 7 პირი დააკავეს

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მტკიცებით, ყირიმში მათ უკრაინის დაზვერვასთან დაკავშირებული შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც დივერსიული და ტერორისტული აქტების სერიას გეგმავდნენ.

რუსული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ მკვლელობის სამიზნეებს შორის იყვნენ რეგიონის ხელმძღვანელები.

როგორც „ფეესბეში“ აცხადებენ, მათ ამოიღეს ასაფეთქებელი მოწყობლობები, რომლებიც იდენტურია იმ ასაფეთქებლების, რაც გამოყენებული იყო თებერვალში ყირიმში რკინიგზაზე თავდასხმისას.

მათივე ცნობით, ტერაქტების უშუალო ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელთან, კირილ ბუდანოვთან დაკავშირებული პირია.

ასევე, მათივე ინფორმაციით, კონტრდაზვერვამ დაადგინა,  რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელების სახით შენიღბული ბომბის კომპონენტები ბულგარეთიდან, თურქეთისა და საქართველოს გავლით შეიტანეს.

მსგავსი თემები