კრემლი ზელენსკის პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთზე თავდასხმაში ადანაშაულებს

რუსული მხარე უკრაინის პრეზიდენტს მორიგ ბრალდებას უყენებს და იერიშისთვის ემზადება. „პრეზიდენტის მიმართ ტერაქტი არის რუსეთზე თავდასხმა“, აცხადებს დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უპოლოტო საფრენი აპარატი, რომელიც პუტინის რეზიდენციის თავზე ჩამოაგდეს, სწორედ ზელენსკის მიერ დაგეგმილი ტერაქტი იყო, რომელიც პრეზიდენტ პუტინის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.

„კიევის ტერორისტულმა რეჟიმმა დაიპყრო მთელი სახელმწიფო, ემუქრება რუსეთის, ევროპისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებას. დასავლური  პოლიტიკოსები, რომლებიც ზელენსკის რეჟიმს იარაღით ამარაგებენ, უნდა აცნობიერებდნენ, რომ გახდნენ არა მხოლოდ სპონსორები, არამედ ტერორისტული საქმიანობის თანამონაწილეები. ზელენსკის რეჟიმთან ვერანაირი მოლაპარაკებები ვერ იქნება. მოვითხოვთ იარაღის გამოყენებას, რომელსაც შეუძლია კიევის ტერორისტული რეჟიმის შეჩერება და განადგურება“, – აცხადებს დუმის წევრი ვოლოდინი.

მსგავსი თემები