საქართველოში ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. კვლევის თანახმადქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

 კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ, გამოკითხულთა 15 პროცენტი აცხადებს, რომ მოსალოდნელია, 82 პროცენტისთვის არ არის მოსალოდნელი, ხოლო სამმა პროცენტმა არ იცის.

კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.

 

მსგავსი თემები