ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია.
კითხვაზე – თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? გამოკითხულთა:
- 39% ამბობს რომ დიახ;
- 42% ამბობს, რომ არა;
- 17% ამბობს – არ ვიცი.
გასული წლის ივლისში ჩატარებულ კვლევაში დადებითი პასუხის მაჩვენებელი 30 პროცენტი იყო, უარყოფითის კი – 62.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მათი წილი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა.
კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების ინფორმაციით, მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.