“უკვე მეტი ნატოა საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი” – ჯეიმს აპატურაი

„სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა, რომელსაც აქვს სამი ძირითადი მიზანი. პირველი  – რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური არეალი“ – აცხადებს საქართველოში სტუმრად მყოფი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ჯეიმს აპატურაი.

მისი შეფასებით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში დარჩნენ, უფრო აქტიურად იმუშაონ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებას. ასე რომ, თავს სახლში ვგრძნობ, როგორც ყოველთვის“ – აცხადებს აპატურაი.

რაც შეეხება შემდეგ მიზანს, მისი თქმით, ეს არის მეტი ნატო საქართველოში.

„მეორე მიზანი, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, არის იმის განხილვა, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთად უფრო მეტად. უკვე მეტი ნატოა საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი… ერთ-ერთი მიმართულებაა ენერგოუსაფრთხოება. რამდენადაც ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს დივერსიფიცირების გზების მოძებნა რუსული გაზისა და ნავთობისგან, საქართველო და ეს რეგიონი უფრო მნიშვნელოვანი გახდა ევროატლანტიკური ენერგოუსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს დაცული იქნება“ – აღნიშნა აპატურაიმ.

 

მსგავსი თემები