,,სანქციები აუცილებლად გაგრძელდება“- ლევან ხაბეიშვილი

„მე ვფიქრობ, რომ სანქციები აუცილებლად გაგრძელდება“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სანქციები „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებს შეეხებათ.

„მე ვფიქრობ, რომ სანქციები აუცილებლად გაგრძელდება და როცა ოთხი მოსამართლე დასანქცირდა იქ საუბარი იყო, რომ კორუფცია აღებ-მიცემობა, ღამის ზარებზე. ამერიკელებს არ უთქვამთ ,რომ მურუსიძე- ჩინჩალაძე ერთმანეთში საუბრობდა, ესე იგი ამ ადამიანებს სხვა ზემდგომები ურეკავდნენ, მე ვგულისხმობ მაღალი თანამდებობის პირებს. შესაძლოა ესენი იყვნენ პროკურორები, შესაძლოა ეს იყოს ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის ლიდერები,  იგივე მაგალითად მდინარაძე ან თუნდაც სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილი, ან ძალოვანი უწყების და “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირები.

ცხადია, ბუნებრივ კალაპოტში რომ ჩადგეს, ეს სანქციები გაგრძელდება და კონკრეტულ სხვა მაღალი თანამდებობის პირებს „რუსული ოცნებიდან“ აუცილებლად შეეხება.

რაც შეეხება პროცესს პარლამენტში ჩვენ ვხედავთ,რომ ანტიკონსტიტუციური ქმედებებით არის დაკავებული რუსული ოცნება და კონსტიტუციაში რომ წერია კომისიის შექმნა შეუძლია ოპოზიციას აი ამის შესაძლებლობას არ აძლევენ.

ყველამ კარგად უნდა გაიაზროს ისინი ჩადიან კონკრეტულ დანაშაულს. როგორც კი ხელისუფლებაში არ იქნებიან ყველა ამ დანაშაულიდან დაწყებული რუსული კანონის ხელმოწერით გაგრძელებული, ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით, მოუწევთ პასუხისგება,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

მსგავსი თემები