,,მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რეალურად, რეპრესიების მსხვერპლია”- თინა ბოკუჩავა

,,მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რეალურად, რეპრესიების მსხვერპლია,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ NDI-ის კვლევაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, „ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი ღიად და თავისუფლად საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას ვერ აფიქსირებს“.

„ამაზე მეტყველებს, მათ შორის, ის ფაქტიც, რომ, თავად NDI-ის მონაცემების მიხედვით, გამოპასუხების პროცენტი 14%-ია, ანუ დარეკილთაგან 14%-მა განაცხადა თანხმობა პასუხის გაცემაზე. რაც ასევე მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეების უდიდეს ნაწილს გამჟღავნების ეშინია ან სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურს. მარტივი გამოსაცნობია, რომ ადამიანები, ვინც არ იღებენ ასეთ კვლევებში მონაწილეობას, უმეტესწილად სწორედ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები არიან. NDI-ის სანდოობა ეჭვქვეშ არ დგება, მეთოდოლოგიას აქვს გარკვეული სპეციფიკა. ავტოკრატიულ რეჟიმებში განსაკუთრებით, და ის, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს ავტოკრატიული რეჟიმით იმართება, ამას ამბობს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი ჯინ შაჰინი და არა მხოლოდ ის, ავტოკრატიულ რეჟიმებში სატელეფონო საუბრის დროს ადამიანები ძალიან შეზღუდულნი არიან საკუთარი პოლიტიკური შეხედულების დაფიქსირებაში,”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები