,,კალაძე საფრთხეს უქმნის ქვეყანას” – ელენე ხოშტარია

პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, თბილისის მერიამ რუსული, სანქცირებული კომპანიისგან სატვირთო ავტომობილები შეიძინა. მისი თქმით, კახა კალაძე თავისი ქმედებით, საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას.

,,ამას ადასტურებს რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკ მაკფოლის და მისი ჯგუფის დოკუმენტი, სადაც მოყვანილია კახი კალაძის უწყების, მერიის მიერ განხორციელებული რუსული ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით საკითხი. ეს შესყიდვა პირდაპირ არის შეფასებული, როგორც „რუსეთის მომავალი აგრესიის დაფინანსება”, ანუ საქართველო და კალაძის უწყება პირდაპირ არის მოხსენიებული რუსეთის დაფინანსების წყაროდ. რაც ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფაა.

ამ დასკვნის შემდეგ, რომელსაც მყისიერი რეაგირება უნდა გამოეწვია და მთლიანად შესყიდვების გადახედვა უნდა მომხდარიყო, კალაძის უწყებამ შეიძინა სანქცირებული „კამაზები“, რომლებიც ომში გამოიყენება. ეს არის კიდევ ერთი ლუსტრაცია და პირდაპირი მინიშნება, რომ კალაძე ამ შემთხვევაში საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, საშიშროებაა ქვეყნის სანქცირების. ამიტომ, ჩვენი ამოცანა არის, რომ ქვეყანამ აირიდოს თავიდან სანქციები და ეს სანქციები პერსონალური იყოს.”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მსგავსი თემები