საოპერაციო სივრცეში არ ხდება ინფექციის კონტროლი – ომბუდსმენის შეფასება ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე

ომბუდსმენის აპარატმა ერთ-ერთ კლინიკაში ინფექციის კონტროლის უხეში დარღვევა აღმოაჩინა. კერძოდ,  სამედიცინო პერსონალმა არ დაიცვა ახალნაოპერაციევი პაციენტის სანიტარული ნორმები, რაც პაციენტს ინფიცირების მომეტებულ რისკს უქმნიდა.

“ვიზიტების დროს ერთ-ერთ დაწესებულებაში (№6) მონიტორინგის ჯგუფი შეესწრო დასრულებულ ოპერაციას. ახალნაოპერაციები პაციენტი ჯერ კიდევ ადგილზე, საოპერაციო მაგიდაზე იმყოფებოდა. მის ჭრილობაზე მილით შეერთებული დრენაჟის რეზერვუარი იატაკზე იდო, პერსონალი კი, ამ დროს ცოცხით გვიდა საოპერაციოს. ფანჯრის რაფაზე ქაოსურად, მოთავსების წესების დაუცველად ეწყო გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტები და ინვენტარი. გახსნილი ინსტრუმენტები ეწყო იატაკზე, საოფისე მაგიდებსა და სკამებზეც. საოპერაციოს ხელსაბან და გასახდელ სივრცეში, იატაკზე, მაგიდასა და სკამებზე ელაგა გახსნილი ინსტრუმენტების ბიქსები. 65 საოპერაციო სივრცეში უხეშად იყო დარღვეული ინფექციის კონტროლის და ნაკადების მართვის ყველა წესი, რაც ახალნაოპერაციები პაციენტის ჯანმრთელობას ინფიცირების მომეტებულ რისკს უქმნიდა. შემდეგ დღეებში დამატებით ინფორმაციის მოძიების შემდეგ, მონიტორინგის ჯგუფმა ასევე გაარკვია, რომ შესაბამისი ნებართვის არმქონე სივრცეში მიმდინარეობდა აღნიშნულის სამედიცინო მანიპულაცია”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგი გაახორციელა და რამდენიმე შეუსაბამომა აღმოაჩინა

მსგავსი თემები