„ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ სიკვდილს გადაურჩა.

მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ მას დღეს გონების დაკარგვის ეპიზოდი გაუმეორდა, წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა და მადლობას უხდის სამედიცინო პერსონალს მისი გადარჩენისთვის.

„როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”, – წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები